fbpx

ფოტომოგზაურობა: სოფელი შრომა, გურია


გააზიარე სტატია

ფოტომოგზაურობა: თეონა ხმალაძე

სოფელი შრომა ოზურგეთის რაიონში მდებარეობს, ზღვიდან სულ რაღაც 6 კილომეტრის სავალზე. სწორედ ამიტომ, ამ ადგილიდან ულამაზესი ზღვის ხედიც დანახვაც კი შეიძლება.

თუმცა ხედის გარდა,ამ სოფელს კიდევ ერთი საინტერესო ნაგებობა გამოარჩევს. შრომის ადმინისტრაციული შენობა და კულტურის სახლი, რომელიც წინა საუკუნის 50იან წლებში აშენდა და 800 მაყურებელზე იყო გათვლილი.

ერთი პერიოდო, ამ შენობაში იყო გამგეობაც, ხოლო ერთი სართული გამოყოფილი იყო ,,შრომისა და დიდების” მუზეუმისათვის, რომელიც შრომის უკრაინულ სოფელ როვნოესთან დაძმობილების აღსანიშნავად გაიხსნა.

აქ ძირითადად ნაჩუქარი ნივთები და უკრაინასთან მეგობრობის ამსახველი ფოტომასალა ინახება.

დღეს ეს შენობა ფაქტიურად უფუნქციოა და ახალი იდეების ხორცშესხმას ელოდება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.