fbpx

დეტექტივები SilkTV-ის კინოკატალოგიდან, რომელსაც ერთ დღეში ნახავთ


გააზიარე სტატია

ხშირად დეტექტივებს ვანიჭებთ უპირატესობას.  რატომ? – მეტი საიდუმლოა, მეტი ინტრიგა! რაც მთავარია, ჩვენი გონება ამუშავებს ვერსიებს და გვინდა არ გვინდა ჩართულია ლოგიკურ აზროვნებაში, დედუქციასა და ანალიტიკაში.

თქვენთვის ის უახლესი მინი დეტექტივები შევარჩიეთ, რომელთაც მაღალი რეიტინგი აქვთ და თითოეულის ნახვას სულ რაღაც 5 საათზე ოდნავ მეტს მოანდომებთ.

 

Mare of Easttown/მეირი ისთაუნიდან

პენსილვანიის პატარა ქალაქში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, ახალგაზრდა გოგოს ვერ პოულობენ. კრიმინალური დრამა ყოველგვარი მისტისკის გარეშე ვითარდება. მეირი არც იდეალური გამომძიებელია და არც იდეალური ქალი. განქორწინებულია, შვილი ახალი გარდაცვლილი ჰყავს და შესაძლოა მალე შვილიშვილზე უფლებები წაართვას რძალმა. მიუხედავად უამრავი პირადი პრობლემისა, მას არ უჭირს საქმეზე კონცენტრირება.

ამბობენ, ამ როლზე მუშაობისას, ქეით უინსლეთი (მეირი) რამდენიმე თვე პენსილვანიის შტატის გამომძიებლებთან გადიოდა კონსულტაციებს, გადაღებებზე აღმასრულებელი პროდიუსერის ფუნქციას ითავსებდა და დამწყებ მსახიობებს ყოველგვარ დახმარებას უწევდა.  მსახიობმა ვარსკვლავურ კარიერას ეს საინტერესო როლი შემატა.

 

The Undoing/ გაუქმება

ნიკოლ კიდმანის და ჰიუ გრანტის ტანდემმა რეზონანსული გახადა  ეს დრამა. ყოველ ეპიზოდზე ტემპერატურა იწევს და არ იცი რას უნდა ელოდო მომდევნო სერიაში. სასიყვარულო სამკუთხედი, სასტიკი დანაშაული, ბევრი ტყუილი და ინტრიგა ერთმანეთში აირევა.

 

Your Honor/ბატონო მოსამართლე

ბრაიან კრესტონის გმირი, ბევრი მას სერიალიდან Breaking Bad იცნობს, პატივსაცემი მოსამართლეა. მას მაღალი ავტორიტეტი აქვს და ყოველთვის სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებს. თუმცა, როცა დანაშაული მის შვილს ეხება, ის ეძებს გზებს რომ ხელი დააფაროს კრიმინალს. 

 

The Beast Must Die/ ურჩხული უნდა მოკვდეს

როცა სასოწარკვეთილი დედა იგებს, რომ მისი ერთადერთი შვილის მკვლელობაზე საგამოძიებო მოქმედებები აღარ გაგრძელდება,  გადაწყვეტს დამნაშავე თავად მოძებნოს, დაუახლოვდეს და იდეალური შურისძიება დაგეგმოს. ამ მინი სერიალში ბევრ ნაცნობ მსახიობს აღმოაჩენთ, რომელიც ასე შეგიყვარდათ სხვა სერიალებიდან.

 

The Outsider/უცხო

ერთია, როცა სტივენ კინგი აღწერს სასტიკ მკვლელობას რომანში და მეორეა, როცა ამას სერიალად იღებენ და ამით გაახლოებენ მისტიკასთან. როცა საქმე ბავშვის მკლელობას ეხება, იქ მეტი ემოციაა, მეტი დრამა. მოემზადეთ ფსიქოლოგიური თრილერისთვის!

 

 

თუ ხარისხიან, შინაარსიან, მაღალრეიტინგულ სერიალებსა და ფილმებს ეძებთ, სილქნეტის კინოკატალოგშია თავმოყრილი.  მსურველს  თვეში 3 ლარად შეუძლია გაიაქტიუროს კინოკატალოგი და  თვალი ადევნოს კინოინდუსტრიების HBO, Showtime, Starz, FOX, sky, CBS, ABC Studios, Sony, BBC  მსოფლიო პრემიერების ყველა სეზონს.

Amediateka-ს სერვისი ხელმისაწვდომია, როგორც SilkTV -ზე, ისე აპლიკაციით SilkGO.  არავითარი სარეკლამო ჩანართი! პულტით მიყვებით ეპიზოდებს, უწყვეტად. აქ მხოლოდ  მაღალი გარჩევადობის კონტენტია, გახმოვანება -საუკეთესო. შეგიძლიათ ისარგებლოთ ენის ცვლის და ეპიზოდების დამახსოვრების ფუნქციით. მოკლედ, იდეალური სერვისია კინომოყვარულისთვის და კომფორტულს ხდის კინოჩვენებას სახლის პირობებში.

ახლა აქციაა და შეგიძლიათ უფასოდ ჩაერთოთ  სილქნეტის ოპტიკურ ქსელში, აირჩიოთ ინტერნეტ პაკეტი და საჩუქრად მიიღოთ Silk TV-ის ორასზე მეტი არხი, მენიუში მოძებნოთ კინოკატალოგი Amediateka და ჩაუჯდეთ სასურველ სერიალებსა და ფილმებს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.