fbpx

LUMA Arles: ფრენკ გერის პროექტი ქალაქ არლში


გააზიარე სტატია

ავტორი: კიმ უილშერი

 

სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ არლს, რომელიც არაერთი კულტურული ღირსშესანიშნაობითა თუ ისტორიით გამოირჩევა, აღიარებული კანადელ-ამერიკელი არქიტექტორის, ფრენკ გერის დაპროექტებული კოშკიც ამშვენებს. 92 წლის ავტორმა იგი სწორედ რომაული  კულტურისა და არლის ყველაზე ცნობილი მცხოვრების, ვინსენტ ვან გოგის პატივისცემით შექმნა.

უჟანგავი ფოლადის 11 000 პანელისგან შექმნილი  ფუტურისტული ნაგებობა, სახელწოდებით  LUMA Arles, რომელიც პროვანსულ მზეს შთამბეჭდავად ირეკლავს, კომპანია Marvel-ის კომიქსების ეკრანიზაციიდან გადმოსულ სტრუქტურას ჰგავს. მისი მოელვარე ფასადი ფრენკ გერიმ ვან გოგის „ვარსკვლავებიანი ღამის“  შთაგონებით  შექმნა, თავად შენობის ფორმა კი რომაულ ამფითეატრს მიამსგავსა. არქიტექტორის თქმით, კოშკის ფორმებზე ფიქრსა და მუშაობას თითქმის 13 წელი მოანდომა. დაპროექტებაში გერის ბელგიელი არქიტექტორები  ბას სმეტსი და იან ბულენი დაეხმარნენ.

კოშკის გახსნისას გამოფენილი იყო დაიან არბუსის, ენი ლებოვიცის, ოლაფურ ელიასონისა და სხვა ხელოვანთა ნამუშევრები.

ფონდი LUMA თანამედროვე მხატვრული შემოქმედების ხელშეწყობას ემსახურება. მულტიდისციპლინური  კომპლექსი ლამაზ სკვერშია წარმოდგენილი, რომელიც 108 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი.

 

ორიგინალი: https://www.theguardian.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.