fbpx

ქართული კინოამბები: უტა ბერიას ფილმი NOT FILM FEST-ზე მოხვდა


გააზიარე სტატია

უტა ბერიას ფილმი “უარყოფითი რიცხვები“ საფესტივალო მოგზაურობას აგრძელებს. ის ამჯერად NOT FILM FEST-ის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა. 

ქართულმა კინოსურათმა, იტალიაში, საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე ორი მთავარი ჯილდო: საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში მოიპოვა.

როგორც წესი, აგვისტო სხვადასხვა ღონისძიებებით დატვირთული არ არის, თუმცა კოვიდპანდემიის გამო არაერთი ფესტივალი სწორედ ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებში ჩატარდა – მათ შორის იყო კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალიც.

At.ge-ს მკითხველმა უკვე იცის, რომ ქართველი რეჟისორის, იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმმა “ოთარის სიკვდილი“ სწორედ კარლოვი ვარის ფესტივალზე კინოკრიტიკოსთა ჯილდო, “FEDEORA AWARD“ დაიმსახურა

ამავე ფესტივალზე  რამდენიმე ქართული ფილმის ჩვენებაც გაიმართა: 

მაყურებელმა იხილა ლევან კოღუაშვილის კინოსურათი “მეოთხე ბრაიტონი“ და ალექსანდრე კობერიძის “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“. 

გარდა კარლოვი ვარისა, ქართული კინემატოგრაფიის ნიმუშები სხვა მნიშვნელოვან კინოფესტივალებზეც უჩვენეს. 

გასულ ივლისსა და აგვისტოში ქართველი რეჟისორის, მარიამ კაპანაძის ანიმაცია, “მიტოვებული სოფელი“ იაპონიაში, ნაგანოს არტ-მუზეუმში 24 ათასამდე მაყურებელმა ნახა. 

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ სინელინკის კოპროდუქციის ბაზრობაზე კი WORK IN PROGRESS AWARD თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის პროექტს, “მოქალაქე წმინდანს“ გადაეცა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.