fbpx

SITUATIONIST პარიზის მოდის კვირეულზე ახალ კოლექციას წარადგენს


გააზიარე სტატია

ავტორი: გიორგი ნაზღაიძე

ფოტო: დავით გიორგაძე, მარიშა ურუშაძე

მოდის სფეროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ქართველი დიზაინერი ირაკლი რუსაძე ბრენდ SITUATIONIST-ის ახალ, გაზაფხული/ზაფხული 2022 კოლექციას წარადგენს.

29 სექტემბერს, ცენტრალური ევროპული დროით 14:00 საათზე ბრენდის ახალი კოლექცია პანდემიის შემდეგ პირველად  ცოცხალი ფორმატით იქნება წარმოდგენილი.

ირაკლი რუსაძე (SITUATIONIST-ის კრეატიული დირექტორი ):

„პანდემიის განმავლობაში ორჯერ მოგვიწია კოლექციის წარდგენა, რომელიც მხოლოდ ონლაინ ფორმატში შეგვეძლო გაგვეზიარებინა საზოგადოებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის მოსახლეობის დიდი პროცენტი უკვე აცრილია და აღარ არის პანდემიის გავრცელების დიდი საშიშროება, ამჯერად ახალ, გაზაფხული/ზაფხული 2022 სეზონის კოლექციას ცოცხალი ფორმატით პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში წარვადგენთ.

ამასთან ერთად ჩვენების გარდა წარმოდგენილი იქნება ფილმი, რომელიც ონლაინ ფორმატით გავრცელდება.“

 

View this post on Instagram

 

A post shared by SITUATIONIST (@situationist_official)

 

View this post on Instagram

 

A post shared by SITUATIONIST (@situationist_official)

 

View this post on Instagram

 

A post shared by SITUATIONIST (@situationist_official)


ბრენდი SITUATIONIST 2016 წელს შეიქმნა და მისი მთავარი ნიშა ძლიერი სილუეტები, ხარისხი და უნისექსს სამოსია, რომელსაც კონკრეტული დრო არ გააჩნია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.