fbpx

ნახეთ სერიალები ყველაზე დასამახსოვრებელი საუნდთრექებით – სილქნეტის კინოკატალოგიდან


გააზიარე სტატია

როცა „ინტროს“ არ ახვევ….

ნახეთ სერიალები ყველაზე დასამახსოვრებელი საუნდთრექებით – სილქნეტის კინოკატალოგიდან

რით იზომება კარგი სერიალი? თემატიკით, დინამიურობით, მსახიობების კასტით და რა თქმა უნდა მუსიკით.

რამინ ჯავადის სახელი „სამეფო კარის თამაშებიდან“ ახსოვს ბევრს. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ყველაზე გახმაურებული სერიალის მუსიკის ავტორი მსოფლიო ბლოკბასტერებისთვის და კომპიუტერული თამაშებისთვისაც ქმნის მუსიკას. ფილმში „რკინის კაცი“, თამაშებში „Warcraft“, Gears of War4 და Medal of Honor სწორედ მისი მუსიკალური თემებია გამოყენებული. ნამუშევარი აქვს „კარიბის ზღვის მეკობრეებისა“ და „ბეტმენის“ ჰიტებზე. მის ჯილდოებს შორისაა ემმი,  გრემი.

ცნობადობა და აღიარება „სამეფო კარის თამაშების“ სერიალმა მოუტანა. კომპოზიტორმა საუნდთრექის გარდა, ცალკეული პერსონაჟებისთვის და მნიშვნელოვანი მომენტებისთვისაც შექმნა კომპოზიციები – ყველა სამეფო სახლს კონკრეტული ინსტრუმენტი და მუსიკალური ხაზი მიუსადაგა.

სამყარო დასავლეთით /WestWorld რამინ ჯავადის მეორე დიდი კინო პროექტია. მოვლენები ფუტურისტულ გასართობ პარკში ვითარდება. სტუმრებს ანდროიდები ემსახურებიან, რომელთა მეხსიერების წაშლა ყოველ ჯერზე შეიძლება. თუმცა, არიან რობოტები, რომლებიც მოგონებებს ინახავენ. მსახიობების არაჩვეულებრივი კასტია: ენტონი ჰოპკინსი, ედ ჰარისი, ტანდივე ნიუტონი, ჯეიმს მარსდენი და სხვები,  განსაკუთრებულს ხდის სერიალს, რამინ ჯავადის მუსიკალური თემები წარუშლელ გავლენას ახდენს ამა თუ იმ მომენტზე და თავს გამახსოვრებინებს.

„სამეფო კარის თამაშების“ 8 სეზონის და „სამყარო დასავლეთით“ 3 სეზონის ნახვა შესაძლებელია, როგორც SilkTV-ით, ისე აპლიკაციით SilkGO.

ბევრისთვის შოკი იყო ასეთი პირდაპირი სცენები ნარკოტიკებზე, ღამის ცხოვრებაზე და არარეალიზებულ გრძნობებზე. ასეთივე ემოციებს იწვევს მუსიკაც, რომელიც სერიალის ნახვის შემდეგაც თავში გიტრიალებს და გაფორიაქებს. Labrinth კომპოზიტორის სცენური სახელია . ის ბრიტანელი მუსიკოსი, რეპერი და პროდუსერია. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ნანახი სერიალი ეიფორია/euphoria და თან  გაინტერესებთ მოზარდების პრობლემები, SilkTV-ის კინოკატალოგში Amediateka პირველი სეზონის რვავე სერიაა.

სერიალისთვის: ახალგაზრდა პაპი/The Young Pope და მისი მეორე სეზონისთვის: ახალი პაპი/The New Pope მუსიკა იტალიელმა კომპოზიტორმა ლელე მარკიტელმა შექმნა. სერიალის ხსენებისას, პირველი სწორედ საუნდთრექი და მთავარი მუსიკალური ხაზი მოდის კინომოყვარულების გონებაში, შემდეგ ჯუდ ლოუს და ჯონ მალკოვიჩის მიერ განსახიერებული ექსცენტრული რომის პაპები. სილქნეტის კინოკატალოგი ორივე სეზონს გთავაზობთ.

ყველაზე საკურორტო სერიალის თეთრი ლოტოსის/The White Lotus საპრემიერო ჩვენება  სულ ახლახანს დასრულდა.  ესაა სოციალური სატირა, რომელიც ჰავაის ფეშენებელურ სასტუმროში ერთი კვირის განმავლობაში ვითარდება. კომპოზიტორმა კრისტობალ ტაპია დე ვეერმა მთავარი საუნდთრექი ჰავაური ფოლკლორის ელემენტებით გაამდიდრა და ის ინსტრუმენტები გამოიყენა, რაც ასეა „ჰავაურს“ ხდის მთელ სერიალს.

იგივე კომპოზიტორს ეკუთვნის მუსიკალური თემები მინი სერიალისთვის მესამე დღე/The Third Day. ჯუდ ლოუს პერსონაჟი  ბრიტანულ კუნძულზე აღმოჩნდება, სადაც ადგილობრივები რიტუალებით და დოგმებით ცხოვრობენ, სადაც დაკარგულია ზღვარი რეალურსა და გამოგონილს შორის. ასეთივეა მუსიკაც.

ორივე სერიალის ნახვა სილქნეტის კინოკატალოგშია Amediateka შესაძლებელი, სასურველ ენაზე, მაღალი ხარისხით.

 

მაშ ასე, თუ ხარისხიან, შინაარსიან, მაღალრეიტინგულ სერიალებსა და ფილმებს ეძებთ, სილქნეტის კინოკატალოგი მსურველს HBO, Showtime, Starz, FOX, CBS, ABC Studios, Sony, BBC  მსოფლიო პრემიერების ყველა სეზონს შეთავაზებს.

Amediateka-ს სერვისი ხელმისაწვდომია თვეში 3 ლარად. კინოკატალოგით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც SilkTV -ზე, ისე აპლიკაციით SilkGO.  აქ მხოლოდ  მაღალი გარჩევადობის კონტენტია, გახმოვანება -საუკეთესო. შეგიძლიათ ისარგებლოთ ენის ცვლის და ეპიზოდების დამახსოვრების ფუნქციით. იდეალური სერვისია კინომოყვარულისთვის და კომფორტულს ხდის კინოჩვენებას სახლის პირობებში.

ახლა აქციაა და შეგიძლიათ უფასოდ ჩაერთოთ  სილქნეტის ოპტიკურ ქსელში, აირჩიოთ ინტერნეტ პაკეტი და საჩუქრად მიიღოთ Silk TV-ის ორასზე მეტი არხი, მენიუში მოძებნოთ კინოკატალოგი Amediateka და ჩაუჯდეთ სასურველ სერიალებსა და ფილმებს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.