fbpx

დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის თავმჯდომარე იქნება


გააზიარე სტატია

ქართველი რეჟისორი, დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის თავმჯდომარე იქნება – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერენ.

აღსანიშნავია, რომ დეას პირველმა სრულმეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა “დასაწყისი”, გასულ წელს სწორედ სან სებასტიანის კინოფესტივალზე აიღო ოთხი მთავარი ჯილდო, მათ შორის, საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო მსახიობი ქალისა (ია სუხიტაშვილი) და საუკეთესო სცენარის კატეგორიაში.

ფილმმა ფესტივალის მთავარი ჯილდო ოქროს ნიჟარაც დაიმსახურა.

AT.ge-ის მკითხველისთვის, კარგად არის ცნობილი, რომ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი “დასაწყისი” გასულ წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაშიც მოხვდა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო ფესტივალი გადაიდო და კულუმბეგაშვილის ფილმის მსოფლიო პრემიერა სან სებასტიანში გაიმართა.

ფილმი საქართველოს სახელით ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზეც იყო გაგზავნილი, თუმცა საბოლოო ნომინანტთა სიაში ვერ მოხვდა.

“დასაწყისში“ მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი და კახა კინწურაშვილი ასრულებენ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.