fbpx

დღის ფოტო: ზუკა კოტრიკაძის ფოტო “EyeEm”-ის ფესტივალის გამარჯვებული გახდა


გააზიარე სტატია

EyeEm-ის საერთაშორისო ფესტივალზე, ქართველი ფოტოგრაფის ზუკა კოტრიკაძის ბათუმში გადაღებულმა ფოტომ ათი ათასობით ფოტოგრაფის მილიონ ფოტოს შორის გაიმარჯვა და მესამე ადგილი დაიკავა კატეგორიაში – “საუკეთესო მობილური ფოტო”.

EyeEm – გერმანული პლატფორმაა ფოტოგრაფებისთვის და ვიზუალური ხელოვნების არტისტებისთვის.

კონკურსი 6 კატეგორიაში ჩატარდა. მონაწილეთა რაოდენობა თითოეულ კატეგორიაში 50,000+ აღემატებოდა, ხოლო კონკურსზე მილიონზე მეტი ფოტო იყო წარმოდგენილი. საბოლოოდ, თითოეულ კატეგორიაში წარდგენილი იყო 10 ფინალისტი ფოტო.
დაჯილდოება ერთი კვირის წინ, “ბერლინი ფოტო კვირეულის “ფარგლებში” გაიმართა.
ზუკა კოტრიკაძემ გამარჯვება მოიპოვა კატეგორიაში “საუკეთესო მობილური ფოტო“ და მე-3 საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.

ფოტო გადაღებულია ბათუმში.

ამავე ფოტოპლატფორმამ, 2 წლის წინ, ზუკა კოტრიკაძე დაასახელა ,,მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, იმ მობილურ ფოტოგრაფთა შორის ,რომელთან უნდა იცნობდეთ“.

ზუკა კოტრიკაძის ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ ინსტაგრამზე: 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Zuka Kotrikadze (@zuka.kotrikadze)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Zuka Kotrikadze (@zuka.kotrikadze)

ზუკა არაერთი ფოტოკონკურსის გამარჯვებულია. ბოლოს მან ფოროფესტივალ ქოლგაზეც “საუკეთესო მობილური კადრი” გაიმარჯვა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.