fbpx

5 ქართული ბრენდი, რომლებიც ინტერიერის ორიგინალურად მოწყობაში დაგეხმარებათ


გააზიარე სტატია

 

ნახეთ 5 ქართული ბრენდი, რომლებიც ინტერიერისათვის განკუთვნილ ხელნაკეთ ნივთებსა და ავეჯს გთავაზობთ 

სახლის ინტერიერის მოწყობისას მნიშვნელოვანია კომფრტი, ვიზუალური ესთეტიკა, საკუთარ ინტერესებსა  თუ საჭიროებებზე მაქსიმალურად  მორგება. ყველას სურს,  რომ მისი პირადი სივრცე უნიკალური, ინდივიდუალური  და სახასიათო იყოს. ამისათვის საუკეთესო  საშუალება ინტერიერისათვის  განკუთვნილი დეკორისა და ავეჯის სწორად შერჩევაა.

 თუ სახლის, ან თუნდაც სახვა დანიშნულების სივრციოს მოწყობას გეგმავთ, მაშინ გირჩევთ სტატიას ყურადღებით  გაეცნოთ  – წარმოგიდგენთ  ქართულ  ბრენდებს,  რომლებიც სწორედ ინტერიერისათვის განკუთვნილ ნივთებს ქმნიან. ეს ბრენდები კიდევ ერთი კარგი  მაგალითია იმისა, რომ ნებისმიერი საჭიროების დროს,  ადგილობრივი წარმოება შესაძლოა საუკეთესო მიგნება აღმოჩნდეს. 

 

Moon rabbit shop

Moon Rabbit ქართული ბრენდია, რომელიც ორი ხელოვანის  – ნატო ბაგრატიონისა და სოფო კობიძის კოლაბორაციული პროექტია. Moon Rabbit სხვადასხვა დანიშნულების საინტერესო ნივთებს სთავაზობს მომხმარებელს. ბრენდის ერთ-ერთი პოპულარული და გამორჩეული მიმართულება ინტერიერის ხაზია. ნატურალური მასალისაგან დამზადებული ორიგინალური ავეჯი, სანათები, ყვავილის ქოთნები, ფუნქციური და დეკორატიული დატვირთვის დეტალები – თითოეული ნივთი დამახასიათებელი ესთეტიკით არის შექმნილი. Moon Rabbit -ის  ხელწერად  იქცა  ნატურალური ხისაგან დამზადებული კურდღელის ფორმის ფიგურები, რომლებიც სიმბოლურად კავშირშია თავად ბრენდის დასახელებასთან. 

 

White studio

თუ ინტერიერში   უნიკალური ნივთებით ატმოსფერული გარემოს შექმნა გსურთ, მაშინ White studio ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.  ორი  მეგობრის – კერამიკოს ნატო  ერისთავის და დიზაინერ ნინო ყამბარაშვილის ერთობლივ პროექტს საფუძველი  ჯერ კიდევ 2013 წელს ჩაეყარა. დღეს,  White studio უკვე შემდგარი და ნაცნობი  ბრენდია, რომელიც კერამიკის ულამაზეს ნაკეთობებთან ასოცირდება. White studio კერამიკის პირველი სახელოსნოა და ასევე  პირველმა დაიწყო თეთრ თიხაზე მუშაობა. სახელოსნოს სახელწოდებაც სწორედ ამ ისტორიას უკავშირდება. White Studio ერთ სივრცეში აერთიანებს შემოქმედებით სახელოსნოს, კერამიკისა და ტექსტილის გალერეას, კერამიკაზე მუშაობისთვის საჭირო მასალებისა და დანადგარების მაღაზიას. რაც შეეხება წარმოდგენილი მოდელებს – ეს არის, სანათები, ყვავილის ქოთნები, ორიგინალური საათები და დახვეწილი დიზაინის სხვა დეკორატიული დეტალები. 

 

Ceramic studio 1300

Ceramic studio 1300 კერამიკის კიდევ ერთი სტუდიაა. მრავალფეროვანი დიზაინის მიუხედავად, აქ შექმნილ ნივთებს საერთო ესთეტიკა  აქვს – ეს არის პასტელური ფერების სიმრავლე და მინიმალიზმი. სტუდია  კერამიკოსებმა, ირინა ჯიბუტმა და ტასო გომელაურმა 2015 წელს დააარსეს, მას შემდეგ  Ceramic studio 1300 ადგილობრივი წარმოებისა და ხელნაკეთი ნივთების მოყვარულეჰის ერთ-ერთ საყვარელ ბრენდად იქცა. სტუდია ძირითადად საყოფაცხოვრებო ფუნქციურ ნივთებს ქმნის, თუმცა, მათი ვიზუალი და ესთეტიკა, ყოველდღიურ გამოყენებასთან ერთად, ინტერიერის მოწყობის საუკეთესო საშუალებაც არის. 

 

Toibox

თუ სახლისთვის ფერად და გამორჩეულ დეტალებს ეძებთ, ქართული ბენდი სახელწოდებით Toibox  ინტერიერის გაფორმების საინტერესო იდეას გთავაზობთ. ბრენდი ერთი კონკრეტული მიმართულებით მუშაობს და მისი ნიშა ფერადი კერამიკული ფილებით გაფორმებული ხელნაკეთი კუბებია. ეს დეტალი შესაძლოა სხვადასხვა ფუნქციით გამოიყენოთ, მათ შორის ე.წ. ჟურნალების მაგიდის შემცვლელად. 

 

Woody

კიდევ ერთი სტარტაპი, რომელიც თქვენი სახლისათვის ხის ავეჯისა და ინტერიერის  სხვადასხვა დეტალს  ქმნის. ბრენდი 2020 წელს, პანდემიისას დაარსდა. სახელწოდება  თავად ბრენდის შინაარსთან ასოცირდება, თუმცა, როგორც დამფუძნებლები ამბობენ, ინსპირაცია ცნობილი ანიმაციის Toy Story -ის მთავარი გმირის  Sherrif woody-სგან გაჩნდა, რომელიც სიუჟეტის მიხედვით ხის სათამაშოა. რაც შეეხება პროდუქციას, Woody მომხარებლებს ვინტაჟურ ძველ , რუსტიკულ სტილს  სთავაზობს. საკიდები, სარკეები, თაროები, სკამები  – ეს იმ პროდუქციის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც Woody გთავაზობთ. თითოეული ნივთი მაღალი ხარისხის,  ნატურალური ხის მასალისაგან  იქმნება. დამზადებისას   მაქსიმალურად გათვალისწინებულია მომხმარებლის მოთხოვნები და სურვილები – როგორც დიზაინის, ასევე პარამეტრების კუთხით. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრენდი  თითოეული მოდელის რამდენიმე ვარიაციას გვთავაზობს, რაც არჩევანს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.