fbpx

დემნა გვასალია, ისაბელ იუპერი, დავით გიორგაძე – ნახეთ SHADOWPLAY Magazineს გარეკანი


გააზიარე სტატია

ავტორი: გიორგი ნაზღაიძე

 

ახლახან სოციალური ქსელით ჟურნალ  SHADOWPLAY -ს ახალი გარეკანი გავრცელდა, რომელიც ქართველი ფოტოგრაფის, დავით გიორგაძის მიერაა გადაღებული.

გარეკანზე ფრანგი მსახიობი ისაბელ იუპერი ბალენსიაგას სამოსში პოზირებს, რომლის კრეატიული დირექტორიც ასევე ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა.

მოცემული გარეკანი ჟურნალ SHADOWPLAY-ს პირველ ბეჭდურ ვერსიაზე დატანილი 4 ყდიდან ერთ-ერთია.

ქართველი ხელოვანი და ფოტოგრაფი, დავით გიორგაძე ბერლინში მოღვაწეობს და თანამშრომლობს ისეთ გამოცემებთან, როგორებიცაა: Dazed, INTERVIEW MAGAZINE, Another Man, CR MEN, Ansinth და ა.შ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.