fbpx

Natalia Lucchezi-ს მასტერკლასი ექსკლუზიურად SOLO-ს მომხმარებლებისთვის


გააზიარე სტატია

ლამაზად განლაგებული ჭურჭელი და კერძები სერვირების ეტიკეტის განუყოფელი ნაწილია, რომელიც კიდევ უფრო სადღესასწაულო ელფერს სძენს ადამიანების ყოველდღიურობას და ამაღლებს მათ განწყობას.

სერვისების ოსტატი და დიზაინერი Natalia Lucchezi, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს 12 სექტემბერს თბილისს ეწვევა თავისი კლუბის წევრებთან ერთად.

Natalia Lucchezi-ს მთავარი საქმიანობა სერვირებაა. როგორ უნდა გავაწყოთ მაგიდა ეტიკეტის სრული დაცვით, როგორ მოვრთოთ სუფრა – ყოველდღიურობის თითქოსდა შეუმჩნეველი და რუტინული ჩვევებისთვის სადღესასწაულო ელფერის მიცემა არის ცნობილი დეკორატორის საქმიანობის “ნოუ-ჰაუ-ც” და საქმიანობის ფილოსოფიაც.

SOLO Hobby-ს ფარგლებში ცნობილი დეკორატორი საქართველოში გამართავს მასტერკლასს სერვირებაზე ექსკლუზიურად SOLO- მომხმარებლებისთვის. გამოცდილება, რომელსაც ის მასტერკლასის მონაწილეებს გაუზიარებს, დაეხმარება მათ, სადღესასწაულო იერი შესძინონ ყოველდღიურ მომენტებს და დაუვიწყარი გახადონ ისინი.

Natalia Lucchezi-ს ბიოგრაფია შთამბეჭდავად გამოიყურება: მას დამთავრებული აქვს ბრიტანული სკოლა KLC school of design, მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებზე. თანამშრომლობდა ისეთ გამოცემებთან, როგორიც არის “AD”, “TATLER”, “VOGUE” და ქმნიდა მათთვის სეტ დიზაინებს. მისი გამორჩეული პროექტია – Maison Lucchezi.

“Natali Tbilisi”-ს დამფუძნებელი ნათელა ფოცხვერია, რომლის მოწვევითაც ესტუმრება Natalia Lucchezi დედაქალაქს AT.ge – სთან საუბრისას გვიყვება, თუ როგორ დაიგეგმა მასტერკლასი “SOLO”-ს მომხმარებლებისთვის:

“ ნატალია ლუკეზი “Nateli Tbilisi”-ს მოწვეული სტუმარია, რომელიც გამორჩეული დეკორატორია მსოფლიოში და ექსკლუზიურად ‘SOLO”- ს მომხმარებელს შევთავაზებთ მასტერკლასს სერვირების შესახებ. გვინდა, აღვნიშნოთ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიება საქართველოში ამ დრომდე არ ჩატარებულა. Როდესაც დავიწყეთ ამ მასტერკლასზე საუბარი და დაგეგმვა, ავარჩიეთ ძალიან საინტერესო ადგილი სასტუმრო “მონოგრაფის” სახით და გაჩნდა იდეა, რომ სასტუმროსთვისაც საინტერესო იქნებოდა მსგავსი მასტერკლასის მასპინძლობა და იმ გამოცდილების გაზიარება, რომელსაც ჩვენი სტუმარი შესთავაზებს მასტერკლასის სტუმრებს. Natalia Lucchezi-ს დიზაინის ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ მისი იდეებით, რჩევებით დაეხმაროს ადამიანებს და ასწავლოს მათ, თუ როგორ გადააქციონ ყოველდღიურობის ჩვეულებრივი მომენტები ლამაზ რიტუალად და სასიამოვნო პროცესად.”

Natalia Lucchezi-ს დიზაინ ტური არ არის პირველი პროექტი, რომელსაც “Nateli Tbilisi”-ს ჯგუფი შესთავაზებს მომხმარებელს.

Natalia Lucchezi-ს მასტერკლასი 12 სექტემბერს, სასტუმრო “მონოგრაფის” რესტორნის ტერასაზე ექსკლუზიურად “SOLO”-ს მომხმარებლებისთვის გაიმართება.

მასტერკლასზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს:,


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.