fbpx

ნათია ჭიჭინაძის მუსიკა “ლუციფერის“ საუნდტრეკად გამოიყენეს


გააზიარე სტატია

ქართველი მუსიკოსის, ნათია ჭიჭინაძის სიმღერა Netflix-ის ცნობილი სერიალის, “ლუციფერის“ მეექვსე სეზონში საუნდტრეკად გამოიყენეს.

ინფორმაცია ამის შესახებ ნათიამ, იგივე (სასცენო სახელით) Creams-მა, თავის  ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა:  “ყველგან მინდა დავწერო, რომ ჩემი ტრეკი “Sleep on me”  Lucifer-ის ეპიზოდში მოხვდა“, – წერს მუსიკოსი. 


Creams ქართველმა მსმენელმა პირველად 2019 წელს მოისმინა. მას შემდეგ კი პროექტის ფარგლებში მუსიკოსმა ჩანაწერების კრებული გამოუშვა, რომელსაც ასევე “SLEEP ON ME“ ჰქვია.

აღსანიშნავია, რომ 26 წლის არტისტისთვის ეს პირველი წარმატება როდია –  2020 წელს ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა NME-მა ის წლის აღმოჩენად დაასახელა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.