fbpx

თბილისის SWIMMING POOL PROJECT 2022 წლის მის ვან დერ როეს პრიზის ნომინანტია


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა ჭიღიტაშვილი

ფოტო: გიორგი ყოლბაია

 

მის ვან დერ როეს პრიზის წლევანდელ ნომინანტებს შორის ასევე მოხვდა 2020 წლის თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში შესრულებული მიტოვებული საცურაო აუზის ტრანსფორმაციის პროექტი – Swimming pool project.

პროექტის ავტორები არიან ნიკოლოზ ლომიძე და ალექსანდრე ღარიბაშვილი.

თბილისის მარცხენა სანაპიროზე არის კინოს ქალაქი, ჰოლივუდის პატარა ქართულ-საბჭოური ვერსია. ეს არის “ქალაქის” სცენური სიმულაცია ინფრასტრუქტურული ობიექტებით და  ქუჩების ქსელით. 

ეს სიტუაცია ქალაქისგან ფაქტობრივად უგულებელყოფილია. ტერიტორია ყველასთვის ღიაა და შიგნით განსაზღვრული  ადგილი უკავიათ პარტიზანულ მხატვრებსა და მუსიკალურ სკოლებს. ამ ტერიტორიის ნაწილია ოლიმპიური საცურაო აუზი (25×12,5მ) და  პროექტი სწორედ მისი გარდაქმნას გულისხმობს.

 

პროექტის იდეა იყო საზოგადოების თავშეყრის ადგილის შექმნა ამ ტერიტორიის შიგნით, მულტიფუნქციური ღია სივრცის სახით, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები და ასევე განსაზღვრულია  ყველასათვის ხელმისაწვდომი თავისუფალი სარეკრეაციო სივრცის მოწყობა. 

არსებული ბეტონის სტრუქტურა შეივსო ახალი, მარტივი მოცულობით, რომელსაც ცალმხრივი ამფითეატრის სახე აქვს. ს რადგან ეს ნაგებობა  საცურაო აუზი იყო და არქიტექტორებს სურდათ  წყლის ასოციაცია არ დაეკარგათ, ამიტომ ამფითეატრი მთლიანად  სპეციფიკური ღია ცისფერი ფერისაა. 

არსებული ბეტონის სიცარიელე ჯერ გაიწმინდა და გაპრიალდა, აშენდა ცემენტის ბლოკის სხვადასხვა სიმაღლის 7 კედელი, კედლებს შორის სიცარიელე კი შეივსო ნიადაგით და ხრეშით, ჩაისხა ბეტონის ფილები და გაშრობის შემდეგ ცემენტი გაპრიალდა, დაიფარა და შეიღება ღია ცისფერი  წყალგაუმტარი საღებავით.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.