fbpx

ფოტო-აუქციონი Oxygen Biennial-ზე ლადო ლომიტაშვილის ფოტოს წარადგენს


გააზიარე სტატია

 

ლადო ლომიტაშვილი ცხოვრობს და მუშაობს თბილისშიმიუხედავად იმისა, რომ ლადო არქიტექტურასა და ვიზუალურ ხელოვნებაში მოღვაწეობს, მისი მუშაობის პროცესში რთულია ეს ორი მიმართულება ერთმანეთისგან განაცალკეო. ის მუშაობს სხვადასხვა მედიუმში, როგორიცაა ხატვა, ფოტოგრაფია, არტწიგნი, სკულპტურა და ინსტალაცია. ყოველი მისი ნამუშევარი უკავშირდება არქიტექტურასა და პროდუქტის დიზაინს, სადაც მასალა, ტექსტურა და გეომეტრია ბალანსშია. ლადო ფოტოგრაფიას მასალად იყენებს. თუკი სკულპტურის ფორმა, ტექსტურა და ფერი სისრულეს ქმნისფოტოგრაფია მისთვის იძლევა დაშლის შესაძლებლობას

 

ფოტოაუქციონზე წარმოდგენილი ნამუშევრის შესახებ ტექსტი ხელოვანმა სერ სერპასმა დაწერა. ინგლისურიდან ლექსი თარგმნა გურამი ღონღაძემ.

 

in any case

wool stretcher manifested full

gyration material breakages still water on pastoral signaling

tracer stringing along the backsides experimental sublimated calls in purple shade

who to say engine falling out of site marble and look alike

struck at

fourth wall mediations the dearest is taking on

gravitational space allegory for

spiral sensations come and are succeeded finding pleasure and pinning the tail on wavering in what

was traded for

last reflections standing ovations in

being left alone at chemical depots possibility

one mighty forge

left alone for long enough

one might fall through overturned sandscapes pictures of moon sealed at three paces and cannot

agree

on what it will do to once obvious space for

time sealed off again at light ray

take it

tracks and three orders

sentiment suspended lapsed signs

______________

 

ნებისმიერ შემთხვევაში

მატყლსაჩეჩელი სრულად გამჟღავნდა

მწყემსის ნიშანზე წრიულნახვევი მასალა გატეხს აუმღვრეველ წყალს

კვალმადევარი ცდებით დახვეწილ ძახილს ართავს იისფერ ჩრდილებს

ვინ გააჟღერებს მოწყვეტილ ძრავას მარმარილოს თუ მსგავსი საძირკვლიდან

გახერგილი

უძვირფასესი მეოთხე კედლის ლოცვას აღავლენს

მიზიდულობის სივრცის ალეგორია რადგან

მოდიან წრიული შეგრძნებები და ზედმიწევნით პოვებენ სიამეს და კუდს ართავენ თრთოლას რომელიც გადაიყიდა

უკანასკნელი ბზინვარების მქუხარე ტაში

ქიმიურ საწყობთან მარტოდ დარჩენის შესაძლებლობა

ერთი ძლიერი გამოჭედვა 

მიატოვეს იმდენად დიდხანს

რომ შეიძლება გადაეშვას ამობრუნებული ქვიშის პეიზაჟს მიღმა მთვარის დისკოს სამგზის დალუქულ სურათებში და ვერ შეთანხმდეს

რას უზამს ოდესღაც აშკარა სივრცეს რადგან

დრომ ისევ მოხსნა თავის ტვიფრი სხივს სინათლისა

მიაქვს

გზები და ბრძანება სამი

სენტიმენტმა გააყუჩა მილეული მინიშნებები

ფოტოაუქციონი Oxygen Biennial-ზე წარმოგიდგენთ ლადო ლომიტაშვილის ფოტოს, რომელიც  აუქციონის პრინციპით, 17 სექტემბერს, პარასკევს, 21:00 საათზე გაიყიდება.

მისამართი: დოდო აბაშიძის 10, გალერეასაწყობი

 

 

ფოტოაუქციონიგალერეასაწყობისპერიოდული პროექტია. აუქციონის იდეა ეყრდნობა იმ რწმენას, რომ ფოტოს ციფრულიდან ფიზიკურ სხეულამდე გარდაქმნით, და ადამიანის ყოველდღიურობაში გამოჩენით, ფოტონამუშევარი საკუთარ სრულფასოვან ფორმაში ვლინდება.

 

 

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.