fbpx

KOSKA32 – Flowing Subconscious – პატარა გალერეაში.


გააზიარე სტატია

პატარა გალერეა, წარმოგიდგენთ ქართველი არტისტის, KOSKA32 სოლო გამოფენას. ეს გალერეას ბოლო გამოფენა იყო ვაკის პარკის მიმდებარე ლოკაციაზე.

გრაფიტი წარწერით Koska, უთვალავი სხვადასხვა ფორმით, ფერთა კომბინაციითა და მდებარეობით მთელი თბილისის გარშემოა მიმოფანტული, მაგრამ koskaს მხატვრობა ტილოზე ბევრისთვის უცნობია. სწორედ მისი ფერწერული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი გამოფენაზე.

ხელოვანი სიურეალიზმით და საერთოდ მხატვრობით, ბერლინში, სკოლის დამამთავრებელ კლასში დაინტერესდა, როცა მეგობრებითა და გარემოთი ინსპირირებულმა თვითგამოხატვის ახალი ფორმა აღმოაჩინა. ფორმა, რომელიც თავისუფალია დოგმატური გამოხატვის წესებისგან და კლასიკური მიდგომებისგან, და სადაც მთავარი საკუთარი ფიქრების დაჭერა და მათი ნდობაა.

Koska-ს ტილოზე მუშაობის მანერა ფაქტიურად არ განსხვავდება კედელზე მუშაობისგან: ორივეგან მხატვარი ინტუიციას (თუ გინდა, – შინაგან ხმას) მიყვება და სიუჟეტს ხატვის პროცესში იგონებს, სწორედ აქედან მოდის გამოფენის სათაურიც.

მხატვრისთვის დღეს მთავარი გამოწვევაა გრაფიტის და ტილოზე მხატვრობის გაერთიანებაა, რასაც წარმატებით ახერხებს ბოლოდროინდელ გრაფიტიში, რომელიც უკვე ბევრად ფერწერულია და ტილოზე გამოსახულ სიუჯეტებსაც იზიარებს.

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.