თამაზ ნუცუბიძის სოლო გამოფენა გალერეა LC QUEISSER-ში
გააზიარე სტატია
11 სექტემბრიდან გალერეა LC QUEISSER ხელოვან თამაზ ნუცუბიძის გამოფენას მასპინძლობს, სადაც წარმოდგენილია მისი დეკორატიული ტექსტილისა და გობელინის აღდგენილი სერია მის საარქივო მასალასთან ერთად.
ექსპოზიციაში წარმოდგენილი ორი გობელენი – „ზამთარი“ და „გაზაფხული“ გამოფენისთვის მის შვილთან, ბექა ნუცუბიძესთან თანამშრომლობით იქნა აღდგენილი.
თამაზ ნუცუბიძე იკვლევდა ფარდაგებსა და ხალიჩებს საქართველოს აღმოსავლეთ მთის რეგიონებში. მისი ნამუშევარი „თუშური მოტივები“ არის მხატვრული ძალისხმევის შედეგად მიღწეული ინდივიდუალიზმის ნათელი მაგალითი, ადგილობრივი ტრადიციების კვლევისა და კომპოზიციური დეკორების გზით.