fbpx

ათი ფარდაგის ამბავი – DODO DESIGNS-ს ფარდაგები


გააზიარე სტატია

თუკი ბავშობაში ხალიჩა მხოლოდდამხოლოდ ალადინის ზღაპრული ცხოვრების ნაწილი გვეგონა, რომელიც მოგზაურობაში გიწვევს და სამყაროს შესახებ ჯადოსნურ ამბებს ყვება. “DODO DESIGNS”-ს ფარდაგებმა დაგვარწმუნა,  რომ ჯადოსმფრინავნურობისათვის არ არის საჭირო მაინცდამაინც  მფრინავი ხალიჩა. თიბისის პროექტის, „ქართული ქსოვილის“, შინაარსით ნაკარნახევი ფარდაგებიც ატარებენ ისტორიას და ყვებიან მისტიკურ ამბებს – როგორ შეიძლება შეერწყას ძველი-ახალს, ისე რომ არ დაიკარგოს დიდებულება და არ ავცდეთ დროს – დავრჩეთ ამ რეალობაში და აქ, ახლა მოგიყვეთ ათი ფარდაგის ამბავი – დოდოშკა ჩხეიძესთან ერთად

 

საიდან გაჩნდა იდეა ?

დაახლოებით 2 წლის წინ, ჩემმა დამ თაკომ და მე გადავწყვიტეთ, ჩვენი დიზიანით, გაგვეკეთებინა სხვადასხვა პროდუქტი. ქართული ფარდაგების სიყვარულით, გაჩნდა იდეა, რომ ერთერთი პროდუქტი სწორედ ეს ყოფილიყო. აღმოჩნდა, რომ ხალიჩის ქსოვის კულტურა ნელ-ნელა კვდებოდა. ამიტომ ჩვენში გაიღვიძა სურვილმა ერთის მხრივ, გადაგვერჩინა ეს ტრადიცია და მეორეს მხრივ, დროულად გვეპოვნა ის ადამიანები, ვისაც ეცოდინებოდა ეს ხელსაქმე. არ აღმოჩნდა მარტივი პროცესი, მაგრამ მაინც შევძელით და ვიპოვნეთ ის ადამიანები, ვინც სიმოვნებით ჩაერთო ჩვენს პროექტში.

რამდენი ხანი იხატება ნახატი და იწერება ამბავი, რომელზეც ფარდაგები თავის მფლობელებთან ყვებიან ?

 თითოეულ ფარდაგზე მუშაობას დაახლოებით სამი თვე მაინც სჭირდება. საკმაოდ შრომატევადია ეს საქმე. თუმცა, როცა ხედავ შენს თვალწინ როგორ იქმნება, შეიძლება ითქვას „იხატება“ ფარდაგი, ეს პროცესს ძალიან საინტერესოს და ჯადოსნურს ხდის.

როგორ დაიწყო კოლაბორაცია თიბისი ბანკთან?

პროფესიით, თეატრის და კინოს დამდგმელი მხატვარი ვარ, თუმცა 15 წელია ვმუშაობ  რეკლამების, ინსტალაციების, ინტერიერის დიზიანის მიმართულებით. ჯერ კიდევ სტუდენდი ვიყავი, როდესაც ვიმუშავე პირველ რეკლამაზე და ეს იყო თიბისის ვიდეო-რგოლი.  აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე მათ მითხრეს, რომ შემეძლო „ქართული ქსოვილის“ პროექტის ფარგლებში შემქნილი პატერნების გამოყენება ფარდაგებში და ასე მოხვდა ძველი ქართული ქსოვილი – ახალ რეალობაში.

ფერები, თემატიკარა მნიშვნელობას ატარებს ?

 თემა ქართული ქსოვილით იყო ნაკარნახები – ქართველი მეფეებისა და სასულიერო პირების  სამოსიდან აღებული პატერნები უნდა გამოგვეყენებინა. თუმცა, გვინდოდა, რომ ეს ძველი  – თანამედროვე ელემენტებით გაგვეჯერებინა. აქ დაიბადა, ქართველ მხატვრებთან თანამშრომლობის იდეა და მათი ნამუშევრებიდან ფრაგმენტების გამოყენების სურვილი. საბოლოოდ შექიმნა ათი ნამუშევარი, ათი ამბავი და პირველი კოლექცია. პროექტის ფარგლებში ვითანამშრომლეთ, მხატვრებთან: მარიამ საშასთან,სალომე ჯოხაძესა და ანასტასია ახვლედიანთან.

რას ნიშნავს შექმნა ქართული პროდუქტი და ამის უკან ქართული კულტურის ისტორია იდგეს?

ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, როდესაც ქმნი ქართულ პროდუქტს და ეს ქართული ისტორიის და კულტურის საფუძველზე დგას. დიდი გამოწვევის წინაშე ვიდექით, არ დაგვეკარგა ძველი და ეს ამბავი  – სწორად მოგვეტანა თანამედროვეობაში. 

წინანდლის ფესტივალზე წარმოდგენილი ფარდაგების შეძენა არის თუ არა შესაძლებელი?

„ქართული ქსოვილის“ პროექტის ფარგლებში, თიბისი კონცეპტი წარადგენს ჩვენს ფარდაგებს წინანდლის ფესტივალზე და ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ფარდაგების შეძენა შესაძლებელია.

რა ემოცია შემოაქვს ფარდაგს სახლში?

ვფიქრობ ფარდაგებს, ნახატების მსგავსად, ძალიან დიდი ემოცია შემოაქვს სახლში. მე თვითონ, ძალიან მიყვარს ძველი ქართული ფარდაგები,განსაკუთრებით, სიუჟეტური თემით. ვფიქრობ, ძალიან საჭირო და საინტერესო ელემენტია ინტერიერში, რომელიც ქმნის სიმყუდროვეს და დადებითად მოქმედებს ჩვენს განწყობაზე.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.