fbpx

ოლაფ ნიკოლაის ფილმის, “მარქსის” ჩვენება მაუდში


გააზიარე სტატია

21 სექტემბერს, 12:00 საათზე თანამედროვე ხელოვნების მრავალფუნქციურ სივრცე “მაუდში” ლაფ ნიკოლაის ფილმის, „მარქსის“ ჩვენება გაიმართება. 

ფილმი MARX (24 საათი/ფერადი/ხმით, 2020) 2020 წლის 21 და 22 სექტემბერს გადაიღეს. ქანდაკება 21 სექტემბრის შუადღიდან მოყოლებული, 24 საათის განმავლობაში კამერის მხოლოდ ერთი, ფიქსირებული კადრით გადაიღეს. არჩეული კადრი განზრახ აჩვენებს სახის მხოლოდ იმ ნაწილს, რომლის ზედაპირიც ბრინჯაოთია დაფარული და სინათლეს ირეკლავს.

MARX-ში ოლაფ ნიკოლაი (დაბ. 1962 წელს, ჰალეში) ხაზგასმით სვამს კითხვას დროის მსვლელობის, მისი გაზომვის და როგორც ფიზიკური, ისე ფილოსოფიური მნიშვნელობის შესახებ. ნიკოლაი კარლ-მარქს-შტადტში გაიზარდა და, შესაბამისად, ფილმის ლაიტმოტივთან ბიოგრაფიულადაა დაკავშირებული. ფილმი დანიელი პოეტის, ინგერ კრისტენსენის ციტატით მთავრდება: „მიუხედავად ყველაფრისა, არავინ იცის, ითვლის თუ არა სამყარო უკუღმა, მაშინ როცა ჩვენ ამას ერთგულად, წინ წაწევით ვაკეთებთ“.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.