fbpx

“გაიზარდოს ფილმწარმოების ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე“ – ღია წერილი კულტურის მინისტრს


გააზიარე სტატია

 

ქართველი მსახიობები, რეჟისორები, სცენარისტები და ოპერატორები კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართავენ.

საკმაოდ ვრცელ წერილში ისინი (ქართული კინოს მზარდი წარმატების ფონზე საერთაშორისო ასპარეზზე) ფილმწარმოებისთვის დაფინანსების გაზრდას ითხოვენ — უფრო კონკრეტულად, უნდათ, რომ მინისტრმა 2022 წლისთვის, წლების განმავლობაში უცვლელი ბიუჯეტი, დაახლოებით 5 მლნ. ლარი, 10 მლნ. ლარით გაზარდოს.

ღია წერილს, რომელსაც 180 ადამიანი აწერს ხელს, უცვლელად შემოგთავაზებთ:

“ფინანსური სირთულეების მიუხედავად (ეროვნული კინოცენტრის წლიური ბიუჯეტი ერთ საშუალობიუჯეტიანი ევროპული ფილმის ბიუჯეტს უტოლდება), ქართველმა კინომწარმოებლებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს საერთაშორისო სარბიელზე.

ქართულმა კინომ თავი დაიმკვიდრა მსოფლიოს წამყვან ფესტივალებსა და კინოპლატფორმებზე. იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ კინოს საკმაოდ ფართო აუდიტორია ჰყავს საზღვარგარეთ, ის ხელს უწყობს ქვეყნის პოპულარიცაზიას და, თავისთავად, პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში ინვესტიციებისა და ვიზიტორების მოზიდვასთან.

კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტების უმეტესება თანადაფინანსებას იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ფონდებიდან და კინოსაწარმოო კომპანიებისგან, რასაც საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების თვალსაზირით უდიდესი მნიშველობა აქვს.

ასევე, კინოწარმოების პროცესში დიდი ადამიანური რესურსის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოში საქმდება ათასობით ადამიანი. წარმოებას ფინანსური სარგებელი მოაქვს, მათ შორის, მომიჯნავე სფეროებისთვის, როგორიცაა ჰორეკა, ტურიზმის სექტორი და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ხდება რეგიონების მოსახლეობის ჩართვა და დასაქმება გადაღების პროცესში, რადგან ხშირია გადაღებების წარმოება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

წარმატებული ქართული კინოფილმების ძირითადი წილი სწორედ ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე მოდის. შესაბამისად, კინოცენტრის ბიუჯეტის ზრდა ხელს შეუწყობს ქართული კინოპროდუქციის ზრდას, მისი მრავალფეროვნების ზრდას (მათ შორის ჟანრული კინოსა და სხვა მიზნობრივი კონკურსების გზით), რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის კულტურის და კინოინდუსტრიის განვითარებას, კინოხელოვნების პოპულარიზაციას, ასევე მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღებას, მათ შორის კინოტურიზმის გზით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კინოწარმოების კონკურსის ფარგლებში საექსპერტო კომისიის მიერ რეკომენდირებული დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა ყოველთვის მნიშვნელოვნად აღემატება იმ პროექტების რაოდენობას, რისი დაფინანსებაც კინოცენტრის საკონკურსო ფონდებიდანაა შესაძლებელი. ეს, კი იმაზე მეტყველებს, რომ ღირებული პროექტი მეტია, ვიდრე მათი განხორციელების ფინანსური რესურსი”.

მინისტრისთვის გაგზავნილ ღია წერილს ხელს აწერენ:

1. ლანა ღოღობერიძე, რეჟისორი
2.
ნანა ჯორჯაძე, რეჟისორი
3.
მერაბ ნინიძე, მსახიობი
4.
ნუცა ალექსიმესხიშვილი, რეჟისორი
5.
ალეკო ცაბაძე, რეჟისორი
6.
თამარ ბართაია, სცენარისტი
7.
დიმიტრი მამულია, რეჟისორი
8.
გიორგი შველიძე, ოპერატორი
9.
თეო ხატიაშვილი, კინომცოდნე
10.
ნინო მხეიძე, კინომცოდნე
11.
ლელა ოჩიაური, კინომცოდნე
12.
გივი (ბესიკ) ოდიშარია, სცენარისტი, რეჟისორი
13.
ვლადიმერ კაჭარავა, პროდიუსერი
14.
გოგა დევდარიანი, ოპერატორი
15.
დიანა მაღლაკელიძე, კინო და მედია მეცნიერი
16.
ქეთი გალდავაძე, პროდიუსერი
17.
გია ბარაბაძე, რეჟისორი
18.
ვაჟა ზუბაშვილი, რეჟისორი
19.
დათო ჯანელიძე, რეჟისორი
20.
ელენე ნავერიანი, რეჟისორი
21.
სანდრო ნავერიანი, რეჟისორი
22.
ნინუკა ქოიავა, პროდიუსერი
23.
ვანო არსენიშვილი, რეჟისორი
24.
ირინე ჟორდანია, რეჟისორი
25.
ვაჟიკო ჩაჩხიანი, რეჟისორი
26.
ლუკა ბერაძე, რეჟისორი
27.
კეკო ჭელიძე, რეჟისორი
28.
კოტე კალანდაძე, რეჟისორი
29.
ნინო ორჯონიკიძე, რეჟისორი
30.
პაპუნა მოსიძე, რეჟისორი
31.
ნოდარ ბეგიაშვილი, რეჟისორი, სცენარისტი
32.
მარინე გულბიანი, რეჟისორი
33.
ელენე მიქაბერიძე, რეჟისორი
34.
მარგო ზუბაშვილი, რეჟისორი
35.
ირინე ჯავახიძე, რეჟისორი
36.
თორნიკე ბზიავა, რეჟისორი
37.
ნიკოლოზ ბეჟანიშვილი, რეჟისორი, პროდიუსერი
38.
გურამ ბაქრაძე, რეჟისორი
39.
გიორგი რაზმაძე, კინომცოდნე
40.
ნინო ქორიძე, მსახიობი
41.
თორნიკე გოგრიჭიანი, მსახიობი, რეჟისორი
42.
ქეთევან კალანდაძე, პროდიუსერი
43.
გიორგი ვარსიმაშვილი, რეჟისორი
44.
თინიკო ნადირაშვილი, პროდიუსერი
45.
სანდრო სულაძე, რეჟისორი
46.
გიორგი გეთიაშვილი, კინომცოდნე
47.
შორენა ლებანიძე, სცენარისტი
48.
ნინო ახვლედიანი, რეჟისორი
49.
გიორგი ქობალია, პროდიუსერი
50.
ლელი მიმინოშვილი, კასტინგის რეჟისორი
51.
თამარ ოხიკიანი, კინომხატვარი
52.
ნინო ინჯია, კოსტიუმების მხატვარი;
53.
სანდრო ქათამაშვილი, ანიმაციის რეჟისორი
54.
ალექსანდრე კობერიძე, რეჟისორი
55.
პაატა გოძიაშვილი, ხმის დიზაინერი
56.
ლაშა ცქვიტინიძე, რეჟისორი
57.
ნატო ბაგრატიონი, კინომხატვარი
58.
ნოდარ ნოზაძე, პროდიუსერი
59.
ტატო კოტეტიშვილი, რეჟისორი, ოპერატორი
60.
ეკა ჩავლეიშვილი, მსახიობი
61.
ქეთი მაჭავარიანი, რეჟისორი
62.
უტა ბერია, რეჟისორი
63.
გუგა კოტეტიშვილი, მსახიობი
64.
თემო ცავა, რეჟისორი
65.
გიორგი მრევლიშვილი, რეჟისორი
66.
ლადო სულაქველიძე, რეჟისორი
67.
თინათინ გურჩიანი, რეჟისორი
68.
თინა ლაღიძე, მსახიობი
69.
მამუკა (ბასტი) მგალობლიშვილი, კინომცოდნე
70.
თამთა თვალავაძე, პროდიუსერი
71.
გიორგი გოგიჩაიშვილი, რეჟისორი
72.
გიორგი ფარქოსაძე, რეჟისორი
73.
დათო კიკნაველიძე, რეჟისორი, ანიმატორი
74.
გიორგი ნინიკაშვილი, პროდიუსერი
75.
დავით ჩხაიძე, ოპერატორი
76.
სოსო ჩხაიძე, კინომხატვარი
77.
ნატო სიხარულიძე, პროდიუსერი
78.
გიორგი მუხაძე, რეჟისორი
79.
ლევან კუხაშვილი, მემონტაჟე
80.
ვასილი დოლიძე, ოპერატორი
81.
თიკო კვინიკაძე, კოსტიუმების მხატვარი
82.
თამარ შავგულიძე, რეჟისორი
83.
ელენე მარგველაშვილი, პროდიუსერი
84.
თეკლა მაჭავარიანი, პროდიუსერი
85.
მარიამ ჭაჭია, რეჟისორი, პროდიუსერი
86.
ნინო ჯინჭარაძე, პროდიუსერი
87.
ანა ძიაპშიპა, პროდიუსერი
88.
სალომე ჯაში, რეჟისორი
89.
ქეთი დანელია, პროდიუსერი
90.
სოფო ბენდიაშვილი, პროდიუსერი
91.
ბაჩო მებურიშვილი, პროდიუსერი
92.
ქეთო ყიფიანი, პროდიუსერი
93.
ანა ურუშაძე, რეჟისორი
94.
იოსებ (სოსო) ბლიაძე, რეჟისორი
95.
თეო ბარამიძე, კინომხატვარი
96.
ლევან შუბაშვილი, რეჟისორი
97.
გიორგი ჩალაური, რეჟისორი
98.
ნინო ჩიჩუა, პროდიუსერი
99.
ანა ხაზარაძე, რეჟისორი, პროდიუსერი
100.
შორენა თევზაძე, რეჟისორი
101.
ბესო კაჭარავა, ხმის დიზაინერი
102.
ზვიად მღებრიშვილი, კომპოზიტორი
103.
თეა თელია, კინომხატვარი
104.
ნესტან კვინიკაძე, სცენარისტი
105.
სალომე სხირტლაძე, კინომხატვარი
106.
დათა ფირცხალავა, რეჟისორი, სცენარისტი
107.
მარიამ ჯაჭვაძე, კინომცოდნე
108.
ქეთევან ნადიბაიძე, კინომხატვარი, სცენოგრაფი
109.
ლადო ჩიხრაძე, პროდიუსერი
110.
ნინო დევდარიანი, პროდიუსერი
111.
ირინა გელაშვილი, პროდიუსერი
112.
მარიამ ბიწაძე, პროდიუსერი
113.
თათია ახალშენაშვილი, რეჟისორი
114.
ანუკი ბურდული, სცენარისტი
115.
დავით უჯმაჯურიძე, რეჟისორი, სცენარისტი
116.
თემიკო ჭიჭინაძე, მსახიობი
117.
ეკა დემეტრაძე, მსახიობი
118.
დათო ბეშიტაიშვილი, მსახიობი
119.
ნინო არსენიშვილი, მსახიობი
120.
ნანუკა ხუსკივაძე, მსახიობი
121.
მარინა კახიანი, მსახიობი
122.
დარეჯან ხარშილაძე, მსახიობი
123.
ნინო ანჯაფარიძე, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი
124.
ანა კვაჭიძე, რეჟისორი
125.
გიორგი ქორიძე, ოპერატორი
126.
ელენე ასათიანი, რეჟისორი, მემონტაჟე
127.
გიგიშა აბაშიძე, რეჟისორი
128.
ნინო ჩიმაკაძე, კინოჟურნალისტი
129.
მარადია ცაავა, რეჟისორი
130.
ნიკ ვოიგთი, რეჟისორი, ოპერატორი
131.
ნიკო ტარიელაშვილი, მემონტაჟე, ოპერატორი
132.
შალვა სოყურაშვილი, რეჟისორი, ოპერატორი
133.
ზაზა კოშკაძე, სცენარისტი
134.
ნინო გოგუა, რეჟისორი
135.
თამთა მანძულაშვილი, ხმის ინჟინერი
136.
ნინო ჩაბრაძე, კინომხატვარი
137.
ელენე თავაძე, კინომხატვარი
138.
კატო გელაშვილი, კინომხატვარი
139.
ლილი ხურითი, მსახიობი
140.
ზურა ყიფშიძე, მსახიობი
141.
ნატალია ჯუღელი, მსახიობი
142.
გურამ ღონღაძე, მსახიობი
143.
დათო როინიშვილი, მსახიობი
144.
სანდრო სამხარაძე, მსახიობი
145.
ნანკა ბალახაშვილი, კასტინგის რეჟისორი
146.
სალომე აბესალაშვილი, კასტინგის რეჟისორი
147.
ბაქა შარაშენიძე, ოპერატორი
148.
თენგო მანძულაშვილი, ხმის ინჟინერი
149.
ხვიჩა ემირიძე, რეჟისორი
150.
ნონა გიუნაშვილი, რეჟისორი
151.
თინათინ ემირიძე, რეჟისორი
152.
ამირან დოლიძე, რეჟისორი
153.
ვაკო კირკიტაძე, რეჟისორი
154.
თინათინ გურჩიანი, რეჟისორი
155.
დიტო დეკანოსიძე, ოპერატორი
156.
ვახტანგ კუნცევგაბაშვილი, რეჟისორი, ოპერატორი
157.
გიო ჯინჭარაძე, რეჟისორი, მხატვარი
158.
მარინა კულუმბეგაშვილი, მეორე რეჟისორი;
159.
ზურაბ დიასამიძე, სცენარისტი, პროდიუსერი
160.
სოფო კობიძე, კინომხატვარი
161.
ნიკა ფანიაშვილი, ხმის რეჟისორი
162.
გიორგი ყარალაშვილი, კინომხატვარი
163.
მარიამ იაკობაშვილი, კინომხატვარი
164.
მელანო ზიბზიბაძე, კინომხატვარი
165.
ნინო დარასელია, კინომხატვარი
166.
თამარ თვარაძე, პროდიუსერი
167.
ნიკა წიკლაური, რეჟისორი
168.
კახა მაჭარაშვილი, პროდიუსერი
169.
ანი კაშია, პროდიუსერი
170.
ბექა სონღულაშვილი, პროდიუსერი, მსახიობი
171.
გიორგი წერეთელი, მსახიობი
172.
ანანო მახარაძე, მსახიობი
173.
დათო ხუბუა, ექშენ რეჟისორი
174.
სალომე აბესალაშვილი, ქასთინგის რეჟისორი
175.
სოფო გეგეშიძე, ქასთინგის რეჟისორი
176.
ლაშა მილორავა, სცენარისტი
177.
ლევან კვარაცხელია, კინომხატვარი
178.
ივა ქიმერიძე, მსახიობი
179.
მიხო კვირიკაძე, ოპერატორი
180.
მარიამ ხაჭვანი, რეჟისორი
181. ნინო კირთაძე
182. დიტო ცინცაძე, რეჟისორი
183. სალომე ზაქარაია, გრიმიორი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.