Last Song – თორნიკე გოგნაძის და მარი ყალაბეგაშვილის დუო შოუ გალერეა 4710-ში
გააზიარე სტატია
ფოტო: გიორგი ნაზღაიძე
გალერეა 4710 წარმოგიდგენთ ორი ახალგაზრდა ხელოვანის, მარი ყალაბეგაშვილის და თორნიკე გოგნაძის ერთობლივ გამოფენას – “LAST SONG”.
გამოფენაზე წარმოდგენილია ორი არტისტის ორი დამოუკიდებელი ნამუშევარი – მარი ყალაბეგაშვილის “SINGING ROCK” და თორნიკე გოგნაძის “DAWN”, ორივე ნამუშევარი ხელოვანების ბოლო პერიოდის დაკვირვების შედეგია. გამოფენის კონცეფცია მიტოვებული, ფუნქციადაკარგული ადგილების და ობიექტების გადააზრების მცდელობა და მათი ნამუშევრებად ქცევაა.
გამოფენის დათვალიერება 25 სექტემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი.