fbpx

All Building As Making: თეა ჯორჯაძის ახალი საგამოფენო პროექტი


გააზიარე სტატია

ფოტო : ქეთუნა ყრუაშვილი, მაკა კუკულავა

17 სექტემბერს ბერლინის მუზეუმში, Gropius-Bau-ში, ქართველი სკულპტორისა და საილუსტრაციო ხელოვანის, თეა ჯორჯაძის გამოფენა, სახელწოდებით  All Building As Making გაიხსნა, რომელიც მომავალი წლის 22 იანვრამდე გასტანს.

თეა  ჯორჯაძე პირველი სოლო გამოფენისთვის იმ ქალაქში, სადაც ის ცხოვრობს და მუშაობს,  წარმოადგენს ინსტალაციების ახალ სერიებსა და სკულპტურულ ნამუშევრებს, რომელიც მის სტილს, ხელწერასა და ფორმების ზუსტ სემიოლოგიას ასახავს.

პროექტი წარმოდგენილია გამოყენებითი ხელოვნების საშუალებით, აგებული  ვიზუალური ჩვენების ტექნიკით –  ვიტრინებით და სვეტებით. თაბაშირი, ლითონი, ქაფი, ტექსტილი, ხე და პაპიე-მაშე – თეა ჯორჯაძის ნამუშევრები ერთდროულად გამორჩეულია მასალათა დახვეწილი შეხამებით.

„თეა ჯორჯაძის შემოქმედება აჩვენებს, თუ როგორ ხდება ისტორიისა და ინსტიტუციური მეხსიერების კომუნიკაცია ყოველდღიური მასალების, საგნებისა და მეთოდების წარმოჩენით.  ჯორჯაძის გამოფენით ჩვენ შეგვიძლია  განვსაზღვროთ  ბერლინის ერთ-ერთი გამორჩეული  ხელოვანის მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიო  ხელოვნებაში.  ეს პროექტი წარმოაჩენს  ჩვენს მუდმივ ინტერესს თანამშრომლობის, სტუმართმოყვარეობის,  სახელოვნებო დაწესებულებებზე ზრუნვისა და  იქ გამოფენილი მასალების ეთიკური იმპერატივების მიმართ“, – აღნიშნავს მუზეუმ Gropius-Bau-ს დირექტორი სტეფანი როზენტალი.

თეა ჯორჯაძის ნამუშევრები ბერლინის  მუზეუმის  იმ ისტორიულ ნაწილშია წარმოდგენილი,  სადაც ერთ დროს  ჰაინრიხ შლიმანის მიერ აღმოჩენილი არტეფაქტები იყო გამოფენილი. 

ორიგინალი: https://www.berlinerfestspiele.de

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.