fbpx

კირკეს წრე – საგანმანათლებლო პლატფორმა


გააზიარე სტატია

კირკე – ცეკვისა და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა პირველ ნაბიჯებს დგამსაგანმანათლებლო სივრცეში და აყალიბებს “კირკეს წრეს”, რომლის მიზანიააქართველოში განავითაროს საშემსრულებლო ხელოვნების დარგი არაფორმალურიაგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით ბავშვებისა და მოზარდებისთვის. 

კირკეს წრე გააერთიანებს სხვადასხვა მედიუმს და საშუალებას მისცემს თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნებით დაინტერესებულ პირებს განავითარონ საკუთარიესაძლებლობები, დაეუფლონ ახალ ტექნიკას და მიიღონ ცოდნა უცხოელი და ქართველი გამოცდილი ხელოვანებისგან, პერფორმანსების და მასტერკლასების საშუალებით. დაგეგმილ ღონისძიებებს ეტაპობრივად გაგაცნობთ ამავე გვერდზე – Circe / კირკე. 

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, დაგეგმილი აქტივობები ამ ეტაპზე  ჩატარდება ონლაინრეჟიმში, თუმცა გვჯერა, მალე შევძლებთ ერთ სივრცეში მოცეკვავეების, ბავშვების, მოყვარულებისა და ხელოვანების გაერთიანებას. 

საგანმანათლებლო პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებია “კირკეს წრისა” და Performat Foundation-ის ვორქშოფები  და  პერფორმანსები“ზრუნვის ქორეოგრაფია”. 

პროექტი აღნიშნავს პოლონურ-ქართული თანამშრომლობის მეორე ეტაპს, ცეკვისა და თანამედროვე ქორეოგრაფიის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების – Performat Foundation-ისა და კირკეს პლატფორმას შორის. გასულ წელს ჩვენ აქცენტი გადავიტანეთ  ქალების როლზე, პოლონელი ქალების საარჩევნო უფლების ასი წლისთავთან დაკავშირებით. ამ პერსპექტივის გაფართოებისთვის, წელს გვსურს განვიხილოთ პოტენციური კავშირი შემოქმედებით  და  საქმიანობას შორის, ქორეოგრაფიასა და ადამიანსა და ასევე, ქორეოგრაფიასა და ბუნებას შორის.

ჩვენი კოლექტიური პერფორმანსებისა და მასტერკლასების სესიების განმავლობაში გვინდა, რომ მივუახლოვდეთ შემოქმედებით პრაქტიკას, განსაკუთრებული ყურადღება კი გავამახვილოთ ზრუნვასა და შემოქმედებით საქმიანობაზე. 

პროექტი მოიცავს ზრუნვის მეთოდების მრავალფეროვნებას,  მათ შორის ხელოვანი ქალებისა და დედების, ასევე ადამიანსა და ბუნებას შორის კავშირის ხელახლა განსაზღვას. 

ჩვენ მიზნად ვისახავთ უფრო ახლოდან შევხედოთ ზრუნვის ქორეოგრაფიას როგორც მიკრო (საკუთარი სხეულის განცდა და მასზე ზრუნვა), ასევე  მაკრო დონეზე (ურთიერთობის დამყარება სხვებთან და გარესამყაროსთან). 

 

დეტალურად ღონისძიებების შესახებ: 

 

ზრუნვის ქორეოგრაფია 

ონლაინ მასტერკლასები რენატა პიოტროვსკა-აუფრეტისგან, ალექსანდეა ბოშეკ-მუშინსკისთან ერთად. 

4-7 ოქტომბერი, 2021, ორშაბათი – ხუთშაბათი, 20:00 

 

ის, რაც ცეკვაშია 

ონლაინ მონაწილეობითი პერფორმანსი (ღია ფორმატი, ოჯახებისა და თინეიჯერებისთვის); 

ბავშვიანი ოჯახებისთვის 5-10 წლამდე, 2-3 ოქტომბერი, 2021; 

თინეიჯერებისთვის 13-18 წლამდე, 8-10 ოქტომბერი, 2021.

 

Holobiont collective, _on_line_

ინტერაქციული ცეკვის პერფორმანსი ოჯახებისა და 5-10 წლამდე ბავშვებისთვის – 9 ოქტომბერი, შაბათი, 13:00. 

 

ქვეყანაში მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და  მონაწილეთა ჯანმრთელობის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ გვსურდა  აქტივობების ჩატარება ცოცხალად, იძულებულები ვართ პროექტი გადავიტანოთ  ონლაინრეჟიმში. წელს ჩვენ გიწვევთ ონლაინ, უფასო ვორქშოფებსა და პერფორმანსებზე: ქორეოგრაფიულ

მასტერკლასებში ქალებისთვის – Choreography of Care, მონაწილეობით პერფორმანსებში, რომელთა ნაწილიც ჩატარდება თბილისის ურბანულ სივრცეში – Within dance, ოჯახზე ორიენტირებულ პერფორმანსებში ბავშვებისა და მშობლებისთვის/მეურვეებისთვის, რომლებსაც ჩაატარებენ  პოლონელი ქორეოგრაფები და არტისტები: რენატა პიოტროვსკა-აუფრიტი, ულა ზერეკი და ალექსანდრა ‘Ola’ ბოშეკ-მუშინსკა (Renata Piotrowska-Auffret, Ula Zerek and Aleksandra ‘Ola’ Bożek-Muszyńska). 

პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის, აჭარა-ჯგუფისა და ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის მხარდაჭერით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.