ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია
საავტორო კინოს ბათუმის მეთექვსმეტე საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია.
გამარჯვებული ფილმები სამ კატეგორიაში გამოვლინდა:
BIAFF საერთაშორისო კონკურსი მხატვრული ფილმების კატეგორია. ჟიურის თავმჯდომარე – ლანა ღოღობერიძე.
ფესტივალის მთავარი ჯილდო – გრან-პრი სანდრო კობერიძის ფილმს – „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ? “ გადაეცა, ფილმმა აგრეთვე ქართველ კრიტიკოსთა ჟიურის პრიზიც დაიმსახურა.
ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის – კორნელ მუნდრუცოს ფილმისთვის „ევოლუცია“ გადაეცა – უნგრეთი/გერმანია.
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა – ფილმებმა: „ბენდი ბანდარი“ (ირანი) და „ოთარის სიკვდილი“ (საქართველო) – მოიპოვეს.
სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კატეგორიაში – საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის ნუცა კუხიანიძე დაჯილდოვდა! მან სოსო ბლიაძის ფილმში – „ოთარის სიკვდილი“ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.
იგივე კატეგორიაში მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის – პრიზი სერგეი ფილიმონოვს ოლეგ სენცოვის ფილმისთვის – „მარტორქა“ მიენიჭა.
BIAFF საერთაშორისო კონკურსი დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში – გამარჯვება პოლონელმა რეჟისორმა – ტომაშ ვოლსკიმ მოიპოვა ფილმისთვის – „1970“.
ჟიურის თავმჯდომარე – ვახტანგ კუნცევ–გაბაშვილი
BIAFF საერთაშორისო კონკურსი მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში – უკრაინული რეჟისორის ნიკონ რომანჩენკოს ფილმმა „ლეოპოლისის ღამემ“ გაიმარჯვა.
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა – ერგო ილია ასიტაშვილის ფილმს „სამზადისი“.
ჟიურის თავჯდომარე – დათო ჯანელიძე
ინდუსტრიული პლატფორმის – „ალტერნატიული ტალღა“ ფიჩინგ პროგრამის გამარჯვებულ პროექტად „მეგრეტა“ დასახელდა.