fbpx

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია


გააზიარე სტატია

საავტორო კინოს ბათუმის მეთექვსმეტე საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია.

 

გამარჯვებული ფილმები სამ კატეგორიაში გამოვლინდა:

BIAFF  საერთაშორისო კონკურსი მხატვრული ფილმების კატეგორია. ჟიურის თავმჯდომარე ლანა ღოღობერიძე.

ფესტივალის მთავარი ჯილდო – გრან-პრი სანდრო კობერიძის ფილმს – „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ? “ გადაეცა, ფილმმა აგრეთვე ქართველ კრიტიკოსთა ჟიურის პრიზიც დაიმსახურა.

ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის – კორნელ მუნდრუცოს ფილმისთვის „ევოლუცია“ გადაეცა – უნგრეთი/გერმანია.

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა – ფილმებმა: „ბენდი ბანდარი“ (ირანი) და „ოთარის სიკვდილი“ (საქართველო) – მოიპოვეს.

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კატეგორიაში – საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის ნუცა კუხიანიძე დაჯილდოვდა! მან სოსო ბლიაძის ფილმში – „ოთარის სიკვდილი“ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.

იგივე კატეგორიაში მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის – პრიზი სერგეი ფილიმონოვს ოლეგ სენცოვის ფილმისთვის – „მარტორქა“ მიენიჭა.

BIAFF  საერთაშორისო კონკურსი დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში – გამარჯვება პოლონელმა რეჟისორმა – ტომაშ ვოლსკიმ მოიპოვა ფილმისთვის – „1970“.

ჟიურის თავმჯდომარე – ვახტანგ კუნცევგაბაშვილი

BIAFF  საერთაშორისო კონკურსი მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში – უკრაინული რეჟისორის ნიკონ რომანჩენკოს ფილმმა „ლეოპოლისის ღამემ“ გაიმარჯვა.

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა – ერგო ილია ასიტაშვილის ფილმს „სამზადისი“. 

ჟიურის თავჯდომარედათო ჯანელიძე

 

ინდუსტრიული პლატფორმის – „ალტერნატიული ტალღა“ ფიჩინგ პროგრამის გამარჯვებულ პროექტად „მეგრეტა“ დასახელდა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.