fbpx

KIYV ART & FASHION DAYS – ახალი სახელოვნებო პლატფორმა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: გიორგი ნაზღაიძე

 

7-10 ოქტომბრის ჩათვლით კიევში ახალი პლატფორმის, KIYV ART & FASHION DAYS-ის პრეზენტაცია გაიმართება. პროექტი აერთიანებს ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას –  მოდას, მუსიკას, კინოს და სხვ.

 

 

სოფო ჭყონია, პროექტის იდეის ავტორი:

„ახალი პროექტი შევქმენი კიევში. ეს არის მულტიდისციპლინური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ხელოვნების ყველა მიმართულებას. 

ეს იქნება საერთაშორისო პროექტი, პლატფორმა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს და წელიწადში ორი ფესტივალის სახით იქნება წარმოდგენილი მონაწილეებისა და საერთაშორისო სტუმრების ჩართულობით. 

იდეა არის, რომ გავაერთიანოთ ხელოვანები სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე ცნობილი დიზაინერები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. პროექტის ფარგლებში ჩატარდება ჩვენებები განსხვავებული ფორმატით, გამოფენები, პერფორმანსები, ლექციები… საინტერესოა, რომ პროექტი აერთიანებს ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას –  მოდას,  მუსიკას და კინოს.“

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.