fbpx

გაჩერებაზე შენი ხმა ისმის – VAGZALI ტანსაცმლის ახალი ბრენდი


გააზიარე სტატია

ყოველთვის, როცა საკუთარ თავს დაეძებ, უნდა მოუსმინო შინაგან ხმას, უნდა გაიგო, რა გინდა აკეთო და სად გინდა იარო. რელსებს მატარებელი არასდროს უხვევს და როცა იცი, რომ ამ მატარებელს შენს თავთან მიჰყავხარ, ალბათ არასდროს ეცდები გაჩერებაზე დარჩე და ვაგონს არ გაჰყვე. 

ხშირად ადამიანის შინაგანი სამყარო ჩაცმის სტილშიც ვლინდება ხოლმე. სწორედ ასეთია  VAGZALI – ტანსაცმლის ბრენდი მათთვის, ვინც ჩარჩოებს მიღმაა, ვისთვისაც სამოსის თითოეული დეტალი საკუთარი თავის გამოხატვაა. ეს  სტილი არასდროს დაგავიწყდება და ამ ხმას ყოველთვის გაიგონებ.

ბრენდი 2020 წლის აპრილში დაიბადა ქართული რკინიგზის კონცეფციაზე. პირველი კოლექცია Movement on the rails შექმნილია მატარებლის გამცილებლების სამოსის დეტალებით. მისი კრეატიული დირექტორი კი  ნინო ხასია გახლავთ.

ბრენდის მთავარი აქსესუარი არის ბილეთი, რომელიც ძველი რკინიგზის ბილეთის ვიზუალის იდენტურია, სრული სახელი კი  – Vagzali 10101872. ეს ციფრები ქართული რკინიგზის დაბადების თარიღია.

მალე მომხმარებელი შემოდგომა/ზამთრის კოლექციას იხილავს და მომავალში მატარებელი აუცილებლად გაჩერდება ყველგან,  რკინიგზის ყველა სადგურზე  საქართველოში და შემდეგ კი  მის ფარგლებს გარეთაც.

VAGZALI მუდმივი მოძრაობაა ქაოსურ სამყაროში და იმ აჩქარებულ რეალობაში, რაც 21-ე საუკუნემ მოიტანა. ეს არის  ჩემი და შენი თავგადასავალი, რომელიც რკინიგზაზე იწყება და მატარებლის რელსებს მიჰყვება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.