აფხაზეთი – ოჯახური ფოტოარქივებიდან
ავტორი: ნინო ჩლაიძე
დღეს 27 სექტემბერია, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში. დღე, რომელიც სოხუმის დაცემას და, შესაბამისად, აფხაზეთის დროებით დაკარგვას უკავშირდება. აქ არ განვსჯით არც ერთ მხარეს, არც პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ ამ გაუაზრებელი ომის შედეგებს. ჩვენ მხოლოდ ფირზე აღბეჭდილი ადამიანური ისტორიების მცირე ნაწილს წარმოგიდგენთ, რომელიც სულ ცოტა ხნით მაინც დაგაბრუნებთ იქ, სადაც დაბრუნების იმედს ჯიუტად არ ვკარგავთ.
ლალი ფიფია
დათვთან ერთად რომ ფოტოა, რიწის ტბაზეა გადაღებული. მე, გოგა (ფიფია), გია მეგრელიშვილი, ნანა და ნანიკო (ფიფია). ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ეს ტბა, მისი სილამაზე და წყლის ფერი არასდროს დაავიწყდება.
დანარჩენი ორი ფოტო – ბიჭვინთაა. ბავშვებთან ერთად, მე და რუსიკო გრიგოლია ვართ. ხელგადახვეული ბავშვები ნანიკო ფიფია და ნინო კოვზირიძე არიან.
შოთიკო ბაქრაძე
ეს ჩვენი სახლია, ბაბუშერაში. ზაფხულობით, აქ ნათესავები და დედაჩემის მეგობრები და მათი შვილები ვიკრიბებოდით ხოლმე. ეს სახლი აღარ დგას.ჩვენს მერე იქ აფხაზი შესახლდა,თუმცა მაინც დაუწვეს იმასაც 1994 წელს,ჩამოსახლებულმა ყაბარდოელებმა.ბაბუშერასაც ეხლა კაბარდინკა ქვია.
ნინო ჟვანია
ირაკლი ჭანტურია, შოთა ცაავა და მამაჩემი, თემურ ჟვანია ფუნიკულიორის რესტორანში, ერთ-ერთ სასიამოვნო საღამოს
ჩვენი საყვარელი ადგილი- სანაპირო
გასეირნება სანაპიროზე
ჩემი ბიძაშვილები სოხუმში, სამახსოვრო ფოტო: ჩემი ძმა ვასო ჟვანია, თიკა მოლაშხია და სოფო დუმბაძე.
სოხუმი, 50-იანი წლები: ბებია, თინა მოლაშხია, ბაბუა, გრიშა ჟვანია, მამაჩემი, თემურ ჟვანია და ბიძაჩემი, კახა ჟვანია.
ნანა ბერია
კაფე „ამრა“
პირველი თოვლი მოვიდა სოხუმში, სკოლის ეზოში პიონერთა ხელმძღვანელთან, იმედო მიმინოშვილთან ერთად.
და ამ ფოტოზე ახალ წელს ვხვდებით. ზაზა ახალაიაცაა ამ ფოტოზე, ომში დაღუპული აფხაზეთის გმირი (წოდება გარდაცვალების შემდეგ მიანიჭეს).
ზურა ესაიაშვილი
მე ლევან აბაშიძე და მიკა ვიყავით ლიძავაში და გზად, სოხუმშია ეს ფოტო გადაღებული. 07 – ლევანისაა.
აი, ის ფოტო, აფხაზებთან ერთად რომ ვარ… მახსოვს, გია აშხაცავამ რომ გაიგო გულრიფშში ვიყავი გადაღებაზე, სოხუმიდან ჩამომაკითხაა და ქეიფ-ქეიფით წაგვიყვანა ათონში და სოჩაში. ეეეეჰ მართლა კაი დრო იყო. განუმეორებელი აფხაზეთი!!!!
სანდრო ანდრონიკაშვილი, ერეკლე ღლონტი, მე, გუგა კოტეტიშვილი და მანანა არაბული.
ბიჭვინთა. თემურ რადიანი ეკა ჯაფარიძე, გუგა კოტეტიშვილი, მე, დათო ქაჯაია, გოიკა მუჩიაშვილი, გია ასათიანი, ეკა ჩხეიძე, ირინა მიქატაძე.
სინოპი, კომპოზიტორთა სახლი: ტუკია მილორავა, ირინა ერისთავი, თინა შენგელია, მიშა ბუკია, გია ფაილოძე, ლამარა მილორავა და შოთიკო მილორავა, გოგი ცაბაძე , მისი ცოლი და ძაღლი, ლია ჭანიშილი, ბაია მილორავა, ნინო კალატოზიშვილი, გოგია ჩლაიძე, ლევან ერისთავი, ქეთი ბარაძე და რუსო თოლორაია, კოტეშა და ნინიშა ჩლაიძეები, ლელა ლაღიძე.
სინოპი, კომპოზიტორთა სახლი. 1976, ან 1977 წელია. მერიკო ტორაძე, ლია ჭანიშვილი, გოგა შავერზაშვილი, ტუკია მილორავა, დეიდა ლამარა, გოგი ცაბაძე, ირაკლი ჭიაურელი, დეიდა თინა, ნიკუშა გელაშვილი, ირინა ერისთავი, ვაჟა აზარაშვილი, რეზო ლაღიძე, გოგი ცაბაძე და მისი ცოლი ძაღლით. ულვაშებიანი კაცი, ბავშვს რომ ელაპარაკება, კომპოზიტორტა სახლის დირექტორია, ოთარი (გვარი არ მახსოვს)
ლიკა კვარაცხელია
მე 5 სკოლის საოცარი გოგოები, ჩემი კლასელები. მათ შორის, ვერაა ქობალიაცაა. მე- 5 კლასი ბოლო იყო, რომელიც ერთად გავატარეთ.
ზეიმის შემდეგ, ასე გაპრანჭული მივედი ჩემი დეიდაშვილის ზეიმზე და ჭკუაზე არ ვიყავი. ნინოს კი აშკარად უკეთესი როლი შეხვდა, მაგრამ არა უშავს 🙂
ლელა უბილავა
სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის პირველი საშუალო სკოლა, მესამე კლასია, თუ არ ვცდები, პიონერებში მიღების დღე – 22 აპრილი.
სავარაუდოდ, რიგით შატალოზე ფოტოც გადავიღეთ, თან, ფილმზე შევედით „ტრავიატაზე“. კვირის ბოლოს, ტრადიციულად, კინოთეატრ რუსთაველში დავდიოდით შატალოზე, რომელიც მდებარეობდა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათის, შადრევნების მოპირდაპირე მხარეს. დღის სეანზე დავდიოდით (შეძლებისდაგვარად) და მერე ვიღებდით სურათს. როდესმე ვინმეს რომ მოეთხოვა ფოტოგრაფისთვის პარასკევს გადაღებული სკოლის მოსწავლეების ფირი, ყველა დიდ შარში გავეხვეოდით. მეორე ფოტოზე, უკანა ფონზე, ჩვენი ქალაქის გრიფონები, შადრევანი ჩანს.
მაია ბუჭაშვილი
დეიდაჩემი ლიზიკო და მე.
ამ ფოტოზე – დედაჩემია, მაყვალა. დეიდაჩემი გაგრაში დაბინავდა დაახლოებით 1955-57 წლებში. დედა თბილისში ცხოვრობდა. დედა 36 წლის ასაკში დაფეხმძიმდა (იმ პერიოდისთვის ასაკიანად ითვლებოდა) და დეიდამ უთხრა, გაგრაში იმშობიარე, ყველა თავს შემოგევლებაო და ასე დავიბადე გაგრაში.
დეიდაჩემი მარცხნიდან, ბებია, დედაჩემი , ჩემი დეიდაშვილი ბორია, რომელიც ომში დაიკარგა. ქვემოთ დეიდაჩემის მაზლი, ჩვენი მეზობლის ბავშვი ნორიკო (გარდაცვლილა 20 წლის ასაკში) და მე.
გულრიფში 1982 წელი, ქეთი ბაქრაძე
გულრიფში 1982 ან 81. თემური ნანეიშვილი, მზია ბექაური, მანანა დაშნიანი, ია ჟვანია, ვიკი და ნინჩო კუპრაძე, თამრიკო ხუნდაძე, მერე ანი ჩახავა ქეღი ,,ნანიკო ხაზარაძე, ზაზულია ჩაჩავა მაკა და ჟეკო ჭავჭანიძეები
ნინო წულუკიძე
ფოტოზე ჩვენი ოჯახია. სპეციალურად ფოტოს გადასაღებად არ წავსულვართ, უბრალოდ ვსეირნობდით და ბარემ ფოტოც გადავიღეთ.
მაია ჩაჩავა
ეს ფოტო, სოხუმში, ერთ-ერთ კაფესთანაა გადაღებული. ერთი რაც მახსოვს, ის არის, რომ ვიყავით ახალგაზრდები და ბედნიერები. და ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ დადგებოდა დრო, როდესაც აფხაზეთში ვეღარ ჩავიდოდით.
ნინიშა ჩლაიძე
სინოპის კომპოზიტორთა სახლის სანაპიროა. მე, ნათია აზარაშვილი, კოტე ჩლაიძე, რუსო თოლორაია და ქეთი ბაქრაძე. ალბათ, ოთხი წლის ვარ და ძალიან კარგად მახსოვს,თუ როგორ მშურდა ქეთი ბაქრაძის და რუსო თოლორაიასი, რადგან მათ „დიდური“ საცურაო კოსტუმები ეცვათ. მე რაც მაცვია, კი ხედავთ 😊
ირინა კავილაძე
არ ვიცი რომელი წელია მაგრამ ყველაზე ძალიან რომ მენატრება და ვოცნებობ დაბრუნებაზე ის ადგილი .გაგრა აფხაზეთი
ნინო დარასელი
რატომღაც მამაჩემთან გადაღებული ფოტო ძალიან ცოტა მაქვს. ეს ფოტო ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,რადგან ზაზაცაა და თან ბიჭვინთაში. მომენატრა ჩვენი ერთად ყოფნა და ზღვა რომელიც შორია.