fbpx

„უექსპონატო: უწყვეტი დინება“ – საგამოფენო სივრცის ექსპერიმენტი აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში


გააზიარე სტატია

ფოტო: გიორგი ნაზღაიძე

 

უწყვეტი დინება სხეულის თავისუფლების, შეხებისა და შეგრძნების, სიცარიელისა და განმარტოების, გადალახვისა და გაუცხოების იმპულსებია. აზრობრივი და ემოციური მდგომარეობის ნაკადები მუზეუმის დროებით დაცარიელებულ სივრცეებში, ოთახიდან ოთახში გადაედინება.

აბრეშუმის მუზეუმი თავისი მრავალწლიანი ისტორიით დღეს „ცოდნის სახლად“ შეგვიძლია აღვიქვათ, ამჯერად კი რეაბილიტაციის ეტაპზე, ის „უექსპონატოდ“, შეფუთული არტეფაქტებითა და კოლექციებით წარდგება მნახველის წინაშე. მუზეუმის გარდამავალ პერიოდში, ეს მიდგომა სიცარიელის სივრცით-ემოციურ გააზრებას, ბზარებისა და ნახეთქების „ამოვსებასა“ თუ დროებით სახეცვლას ხელოვნების უწყვეტი დინებით ცდილობს.

 

მონაწილე ხელოვანები: ლიზა კვანტალიანი, თამა კვანტალიანი, ლევან მანჯავიძე, სავლე შუბლაძე, დავით ჩიხლაძე.

საგამოფენო სივრცის ექსპერიმენტი არის ნაწილი პროექტისა „უექსპონატო“, რომელიც აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაციის პერიოდს, გარდამავალ ეტაპს, განახლების პროცესში არსებულ სივრცეებსა და ექსპოზიციის საკითხებს სხვადასხვა ღონისძიების საშუალებით ეხმიანება. უექსპონატოს იდეის ავტორი და კურატორი: დათა ჭიღოლაშვილი. „უწყვეტი დინების“ ავტორი და კურატორი: მარიამ შერგელაშვილი.

ინიციატივა ეხმიანება და პარალელური ღონისძიების ფარგლებში განავრცობს Oxygen-ის თანამედროვე ხელოვნების ბიენალეს 2021 წლის კონცეფციას „გადანაცვლების რიტუალები“ – კურატორები: ქეთი (ქეთევან) შავგულიძე, სერ სერპასი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.