fbpx

„ხიდი: ციურიხი – თბილისი“ – ქართული კულტურის ინტერდისციპლინური ფესტივალი


გააზიარე სტატია

ფესტივალი მიზნად ისახავს ქართული თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის გაცნობას, თანამშრომლობის ქსელის შექმნას და ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებას.

 

ფესტივალის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ასოციაცია  „ქართული კულტურის პლატფორმის” პრეზიდენტი ელენე ჩეჩელაშვილი.

ფესტივალი მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება შვეიცარიელი პუბლიკის წინაშე. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ჟანრებს: ლიტერატურა, მუსიკა, კინო, არქიტექტურა და ხელოვნება. 

პროგრამა დაიგეგმა და ხორციელდება ციურიხის წამყვან კულტურის ინსტიტუციებთან თანამშრომლობით, ესენია: „კინოპოდიუმი”, “ლიტერატურის სახლი”, “კაბარე ვოლტერი”,  “არქიტექტურის ცენტრი” და “ქუნსთრაუმ ვალხეთურმი”. 

სამომავლოდ თბილისში განხორციელდება ფესტივალი ”ხიდი: თბილისი-ციურიხი” სარკისებრი პროგრამით.

ფესტივალი დიდ მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციებს თანამშრომლობისა და ხელშეწყობისთვის: ეროვნულ კინოცენტრს, საქართველოს მწერალთა სახლს და საქართველოს საელჩოს შვეიცარიაში.

დიდი მადლობა ასევე ფესტივალის პარტნიორ ორგანიზაციებს და ფონდებს  შვეიცარიასა და საქართველოში.

 

ფესტივალის პროგრამა 1.10. – 10.10.2021

 

არქიტექტურა

3.10.2021 – არქიტექტურის ცენტრი ციურიხი/ZAZ Architecture Center Zurich 13:00-19:00 სთ.

კონფერენცია პანელის დისკუსიებით, მოხსენებებით და ინსტალაციით. 

კურატორი: ირინა ქურთიშვილი.

მონაწილეები საქართველოდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან და ავსტრიიდან: 

  • პროფესორი მათიას აკერმანი, არქიტექტორი, ბაზელის არქიტექტურის, შენობისა და გეომატიკის უნივერსიტეტი (FHNW), დოქტორი
  • ლაშა ბაქრაძე, თბილისის სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ანდრე ბიდო, ჟურნალისტი, შვეიცარიის მენდრისიოს არქიტექტურის აკადემია ევა დიტრიხი, ავტორი, ჟურნალისტი, ციურიხი 
  • ანდრე ბიდო, ჟურნალისტი, შვეიცარიის მენდრისიოს არქიტექტურის აკადემია
  • ევა დიტრიხი, ავტორი, ჟურნალისტი. ციურიხი.
  • თინათინ გურგენიძე, არქიტექტორი, TAB თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ერთ-ერთი დამფუძნებელი
  • თომას ჰამერლი, რეჟისორი, ჟურნალისტი და ხელოვანი ციურიხიდან
  • ფრიდ ნილსენი, ელჩის მოადგილე და პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გერმანიის საელჩო ბერნში
  • პიტერ კაჩოლა შმალი, DAM – გერმანიის არქიტექტურის მუზეუმის დირექტორი, მაინის ფრანკფურტი
  • სანდრო სულაბერიძე, ხელოვანი, ფოტოგრაფი. თბილისი.
  • ადოლფ შტილერი, არქიტექტორი, ავტორი, კურატორი რინგთურმში, ვენა სანდრო სულაბერიძე, ხელოვანი, ფოტოგრაფი, თბილისი 
  • პროფესორი ფილიპ ურშპრუნგი, ციურიხის უმაღლესი ტექნიკური უნივერსიტეტის (ETH) ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორიის პროფესორი

 

ლიტერატურა

5.10.2021 / ლიტერატურის სახლი ციურიხი/Literaturhaus Zürich 19:30-21:00 სთ.

კითხვა და დისკუსია აკა მორჩილაძესთან ერთად. რომანი “მეიდ ინ ტიფლის” 2020 წლის დეკემბერში გამოიცა გერმანულ ენაზე (თარგმანი, რახელ გრაცფელდი) და ფესტივალის ფარგლებში პირველად  წარადგენენ ციურიხის ლიტერატურის სახლში. მოდერაცია: რახელ გრაცფელდი, თარგმანი: ქეთევან მეგრელიშვილი.

 

ხელოვნება

7.10.2021/ქუნსთჰალე ციურიხი/Kunsthalle Zürich x Cabaret Voltaire 19:30-21:00 სთ.

მოხსენება, დისკუსია და ფილმის ჩვენება ხელოვნების ისტორიკოსებთან ნინო ჭოღოშვილთან და ირინე ჯორჯაძესთან ერთად.

  • ნინო ჭოღოშვილის მოხსენება ქართული მოდერნიზმის შესახებ
  • ირინე ჯორჯაძის მოხსენება ფუტურიზმის და დადაიზმის შესახებ
  • წიგნის „H2SO4. ფუტურიზმი და დადა თბილისში” წარდგენა.
  • საუბარი მომხსენებლებთან.
  • ფილმის ჩვენება: “ჩემი ბებია“, 1929 წ.

 

კინო

10.10.2021 / კინოპოდიუმი / Kino Filmpodium

კინოპოდიუმში გაიმართება ქართველი რეჟისორი ქალების მხატვრული ფილმების რეტროსპექტივა. ღონისძიება გაიხსნება პანელ-დისკუსიებით მოწვეულ რეჟისორებთან ერთად.

პროგრამა:

  • ნანა ჯორჯაძე „რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა” და “ატლანტი”
  • ლანა ღოღობერიძე “ოქროს ძაფი”, “ვალსი პეჩორაზე” და “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”
  • ნანა ექვთიმიშვილი “გრძელი ნათელი დღეები”
  • სალომე ალექსი “კრედიტის ლიმიტი”
  • რუსუდან გლურჯიძე “სხვისი სახლი”
  • მარიამ ხაჭვანი “დედე”
  • დეა კულუმბეგაშვილი “დასაწყისი”
  • თინათინ ყაჯრიშვილი “ჰორიზონტი”
  • ანა ურუშაძე “საშიში დედა”

 

მუსიკა

10.10.2021 Kunstraum Walcheturm 21:00-2:00 სთ.

კომპოზიტორის და მუსიკოსის ალექსანდრე კორძაიას ელექტრონული ლაივ პერფორმანსი დაასრულებს ფესტივალს.

 

ფესტივალის ვებგვერდი: www.zuerich-tbilissi.ch 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.