fbpx

თბილისური სამალავი MUA-სგან: DESIGNBOOM


გააზიარე სტატია

 

ქართული არქიტექტურული დიზაინის კომპანია MUA Architecture & Placemaking-მა, თბილისის ზღვის სანაპიროზე ახალი ნამუშევარი წარმოადგინა – პატარა კოტეჯში არსებული გემის კაიუტის მსგავსი ჯიხური, რომელიც სარელაქსაციო გარემოს ქმნის და ვიზიტორებს ნებისმიერ დროს ენერგიით აავსებს.

სამალავად წოდებული სტრუქტურა მდებარეობს ასევე MUA-ს დიზაინით შექმნილი საცურაო კლუბის გვერდით. ზაფხულის განმავლობაში ამ ადგილს ხშირად სტუმრობენ ადგილობრივები და ის თევზაობისა და საწყლოსნო სპორტული ღონისძიებების ცენტრი ხდება.

12 მ. სიგრძის ოფის-კონტეინერის ინტერიერში ხაზოვანი განლაგებაა. წარმოდგენილია  როგორც დასასვენებელი ადგილები, ასევე  აბაზანა და სათავსოები. კონტეინერის შუა ნაწილის საერთო სივრცე მოიცავს პატარა სამზარეულოს, სამუშაო მაგიდასა და მისაღებს.

“ტრადიციული სამშენებლო მასალის შეცვლა მეორადი, კომპაქტური, წინასწარ დამზადებული ფოლადის ყუთებით და სხვადასხვა ფუნქციური სივრცის შექმნა მოითხოვს ინტენსიურ კვლევასა და ექსპერიმენტებს. ამ ტიპის არქიტექტურა მთლიანად ემყარება მასალაზე დაკვირვებას, პოტენციურად ხელახლა  გამოყენებასა და გაბედულ ექსპერიმენტებს. ეს პრაქტიკა მართლაც საინტერესო შედეგებს იძლევა”, – განმარტავს არქიტექტურული სტუდია.

ამ მიდგომას ბევრი დადებითი ასპექტი აქვს – ის ეკოლოგიურად მდგრადია და მზაა ხელახალი გამოყენებისთვის, ამასთანავე ეკონომიურია და ვინაიდან ის წინასწარ არის დამზადებული, მოითხოვს მინიმალურ სამშენებლო დროს.

 

ორიგინალი: https://www.designboom.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.