fbpx

ალექსეი დუბინსკის “დღიურები. ევას ცხოვრება და სხვა შენიშვნები” – Window Project


გააზიარე სტატია

ვინდოუ ფროჯექთი წარმოგიდგენთ ალექსეი დუბინსკის სოლო გამოფენას – “დღიურები. ევას ცხოვრება და სხვა შენიშვნები” – 18 სექტემბერი – 21 ნოემბერი, 2021

 

ჩვენ ნივთებისა და საგნების სამყაროში ვცხოვრობთ. ხშირად ვსაყვედურობთ ყოველდღიურობას და ვწუწუნებთ ჩვენს ცხოვრებაში დიდი მოვლენების არარსებობაზე. საკუთარ თავს პატარა და უმნიშვნელო არსებებად აღვიქვამთ.

ერთი კუთხიდან მეორეში დავდივართ და ვწყევლით უღიმღამოდ გატარებულ დღეს. სწრაფად ვეშვებით ჩვენი აღქმის ფსკერზე, ვახდენთ გარშემო მყოფი სამყაროს დეპერსონალიზაციას და თანდათან ამ გამოსახულებიდან საკუთარ თავსაც ვშლით. მაგრამ ხშირად ადამიანმა მზერა უბრალოდ რაიმე წვრილმანს უნდა მიაპყროს და მასში სამყაროს მთელი ბრწყინვალება დაინახოს.

ეს სერია იმ მრავალი ესკიზითაა შთაგონებული, რომლებსაც მოგზაურის ჩანაწერების სახით ვაგროვებ. მათ ალბომებში ჩანახატების, ფოტოებისა და ზოგჯერ მცირე ტექსტების ფორმით ვინახავ. ვცდილობ, ყოველდღიურ ცხოვრებაში პატარა, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი დეტალები აღმოვაჩინო. ხშირად ამ დეტალებისგან, საგნებისგან, პერსონაჟებისა და სივრცეებისგან სიუჟეტებს ვადგენ და მათ კოლაჟის მეთოდის გამოყენებით ვაერთიანებ. ხშირად ეს თავდაპირველი ვერსიით გადმოცემული სცენებია. თუმცა ყველა ჩემ მიერ აღმოჩენილ სიუჟეტს ცალკეულ დამოუკიდებელ სურათებად არსებობაც შეუძლიათ. მოცემული კოლექციით მინდოდა ზუსტად ის მომენტი მეჩვენებინა, როდესაც მცირე დეტალს როგორც საკუთარი ისტორიის მოყოლა, ისე დიდი სიუჟეტის კონტექსტში არსებობა და მისთვის გარკვეული სემანტიკური ელფერის მინიჭება შეუძლია.

სწორედ ამგვარი სიუჟეტებია წარმოდგენილია სერიის – „ევას სიცოცხლე“ ესკიზებში. ეს ისტორიები ევას ყოველდღიურობისა და მისი დეტალების შესახებ მოგვითხრობენ. ევა ყოველდღიურ ცხოვრებაში დაკარგული ადამიანის სულს განასახიერებს, რომელიც ისევე იდუმალად მიმზიდველია, როგორც სულ დასაწყისში იყო. ეს ცხოვრების შიგნიდან დათვალიერების, მისი სუფთა მზერით შეხედვისა და სამყაროს ჭეშმარიტი სილამაზისა და მაგიის აღქმის მცდელობაა.

ვცდილობ, ცხოვრებასა და ჩემ გარშემო არსებულ სამყაროს აღქმის სიმარტივის თვალსაზრისით ვუყურო. თუმცა ეს სიმარტივე ასევე იმის საშუალებასაც მაძლევს, ნივთების, საგნებისა და ტიპური მოვლენების სამყაროს შიგნით არსებული დეტალებიც დავინახო. როდესაც სამყაროსთან გულწრფელ ურთიერთობას დაამყარებთ და მის მიმართ გახსნილი იქნებით, ის თავისი სიმარტივის ფარგლებში ღრმა და მარადიული ჭეშმარიტებების გამოვლენას დაიწყებს. გამოჩნდება ყოველდღიურობის სიდიადე, ცხოვრების მნიშვნელობა და მაგია, რომელიც სამყაროს უკიდეგანო სივრცეებში გასაღების ჭუჭრუტანის მეშვეობით შეღწევის უფლებას მოგვცემს.

ალექსეი დუბინსკის ყურადღება იმგვარი ყოველდღიური ცხოვრებისკენაა მიპყრობილი, რომელიც პატარა და შეუმჩნეველი დეტალებისგან: ყვავილებისგან, ადამიანებისგან, მანქანებისგან, სახლებისგან და ყველაფერი მარტივი, გულწრფელი, ძალიან ძვირფასი და ახლობლისგან შედგება. მისი ნამუშევრები სუბიექტურ ფილმს მოგვაგონებენ, რომელიც მიზნად ფანტაზიის მოქმედებისა და მისი status quo-ზე გავლენის ეფექტის ანალიზს ისახავს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.