fbpx

ოქტომბრის გზამკვლევი ერთგული მომხმარებლისთვის


გააზიარე სტატია

 

შემოდგომის დადგომასთან ერთად იწყება ფიქრი განახლებაზე. ეს თითქოს ამ სეზონის კანონზომიერებაა. ბავშვობას რომ დავუბრუნდეთ,  პირველი ნაბიჯიც პატარაობიდან დიდობამდე სწორედ შემოდგომის პირველ თვეს გადავდგით, როცა სკოლას ვეზიარეთ. მას შემდეგ კი ყოველი სექტემბრისთვის ვემზადებით ჩვენ, ჩვენი შვილები, მეგობრები, მეზობლები, ყველანი… მაშინაც, დღესაც და ალბათ სულ შემოდგომა ასოცირებული იქნება რაღაც ახლის აღმოჩენასა და განახლებასთან.

წელს ზამთრის სუსხი ცოტა ნაადრევად შემოგვეპარა და კიდევ უფრო მკაცრად დააყენა დღის წესრიგში გარდერობის განახლების აუცილებლობა. ჩვენ კი ვიფიქრეთ, გაგიზიაროთ ჩვენი საყიდლების სია და სხვადასხვა ბრენდების რჩეული პროდუქცია. 

მასიმო დუტის ახალი კოლექცია, როგორც ყოველთვის, ძალიან დახვეწილი და მიმზიდველია. მინიმალისტური ხაზი, რომელიც ამ ბრენდისთვისაა დამახასიათებელი, თითოეულ მოდელში იგრძნობა. NEW COZY – ასე ეწოდება მასიმო დუტის შემოდგომა/ზამთრის კოლექციას, რომელიც თავისი ფერებით, ხასიათითა და სტილით 

თქვენს კომფორტზეა ორიენტირებულია. წარმოგიდგენთ ჩვენი საყიდლების სიის პირველ პროდუქტს:

მოდის ინდუსტრია ცვალებადი ხასიათისაა – ის, რაც გასულ წელს ტრენდი იყო, შესაძლოა წლევანდელ სეზონზე სრულიად არამოდური იყოს. თუმცა ჯინსი არის ის პროდუქტი, რომელიც ყოველთვის, წლის ნებისმიერ პერიოდში, თქვენი გარდერობის must have ტანისამოსია. 

“დრესაპის ჯგუფი” წარმოგიდგენთ ჯინსების მრავალფეროვან არჩევანს როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისა და ბავშვებისთვის. თქვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით, მაღაზიაში “ჯინსის გალერეა” ნებისმიერი სტილის, ფერისა თუ ფორმის ჯინსის შარვალს აღმოაჩენთ. ჩვენი რჩეული ჯინსი ამ სეზონისთვის – Lee – CAROL;

 

შემოდგომა/ზამთრის სეზონისთვის საყიდლების სიაში ალბათ ერთ-ერთი პრიორიტეტული ყოველთვის ფეხსაცმელია. ცხოვრების სტილიდან და ყოველდღიურობიდან გამომდინარე, უპირატესობას ზოგი ელეგანტურ, თუმცა კომფორტულ ფეხსაცმელს ანიჭებს, ზოგი – სპორტულს, ზოგიც დათბილულ ბათინკებს. 

ფეხსაცმლის შემთხვევაშიც არჩევანი ძალიან მრავალფეროვანია. გამოვყოფდით “აისიარ” ჯგუფის მაღაზიას, “სტუდიო ფეხსაცმლის გალერეას”, სადაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ამინდის შესაბამისი, შემოდგომა/ზამთრის სუსხისთვის იდეალური ფეხსაცმელი.

სპორტული ფეხსაცმლის ლიდერი ბრენდები – ადიდასი, ნაიკი, ნიუ ბალანსი, პუმა – თავისი ერთგული მომხმარებლის მოლოდინში არიან. უფრო ყოველდღიური კედების მოყვარულებს “ფექთორი” და “ავ-ლაბი” მასპინძლობს. მიმდინარე ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, ჩვენ მაინც გამოვყოფთ კლასიკურ თიმბერლენდებს… ცივი, ძალიან ცივი ზამთრისთვის. 

როგორც ყოველთვის,  ზარაში ახლაც აღმოაჩენთ სასურველი ფასის ყველაზე ტრენდულ ტანისამოსს. ჩვენი საყიდლების სიას ვამატებთ ხელოვნური ზამშის პალტოს, რომელიც ძალიან თბილი, კომფორტული და მიმზიდველია.

მიუხედავად სუსხიანი და მოჟამული ამინდებისა, სათვალე ის ატრიბუტია, რომელიც ყოველთვის თან უნდა იქონიოთ. Ray-Ban 3447 – ამ სეზონზე ჩვენი რჩეული სათვალეა, რომლის მინებიც მოღუშულ შემოდგომა/ზამთარს გაგვიფერადებს.

მოკლედ, ოქტომბერი საყიდლებისთვის იდეალური პერიოდია, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ თიბისის ლოიალობის პროგრამის “ერთგულის” და მისი პარტნიორი კომპანიების თვის აქციას. თუ თქვენ გარდერობის განახლებისთვის საყიდლებში მთელი ოქტომბრის  განმავლობაში დახარჯავთ 400 ან 600 ლარს, ერთგულ ბარათზე დაიბრუნებთ 40 ან 80 ქულას. თუ ერთგული მომხმარებელი ხართ და კონცეპტის ბარათით სარგებლობთ, ოქტომბერში  1000 ლარის დახარჯვის შემთხვევაში, დაიბრუნებთ 200 ქულას.

 

ოქტომბრის  აქციით სარგებლობა ერთგულ მომხმარებელს ასევე შეუძლია სხვა ტიპის პროდუქციის შეძენისასაც. წესები მარტივია: სანამ საყიდლებზე წასვლას დაგეგმავთ, მთავარია სწორად განსაზღვროთ, რისი ყიდვა გსურთ, შემდეგ ესტუმროთ ვებგვერდს www.ertguli.ge და აირჩიოთ სასურველი სექტორი – ტანსაცმელი, აქსესუარი, სახლი ან ონლაინშოპინგი. სექტორის შერჩევის შემდეგ კი  ესტუმრეთ ერთგულის პარტნიორ მაღაზიებს, რომელთა ჩამონათვალსაც ვებგვერდზე იხილავთ. გაითვალისწინეთ, აქცია მთელი ოქტომბერი გრძელდება. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ თვის ბოლომდე ეტაპობრივად შეიძინოთ სასურველი პროდუქცია,  ნოემბერში  კი დაიბრუნოთ გადახდილი თანხის 10-20% ქულა

გახსოვდეთ, ერთგული 1 ქულა 1 ლარია!

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.