fbpx

IZIPIZI – ადვილია, დაინახო


გააზიარე სტატია

სათვალე თავისი პირველსაწყისი არსით სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ უკეთ დაინახო. ჰოდა, როცა კარგად ხედავ, უფრო გრძნობ, გიყვარს და აფასებ იმას, რაც შენ გარშემო ხდება. IZIPIZI-ს სათვალეების მრავალფეროვანმა არჩევანმა მსოფლიო აიყოლია და  ადამიანებს საშუალება მისცა ხასიათისა და ჩაცმულობის მიხედვით ცვალონ ფერები და ფორმები, ისე, როგორც მათ გულს გაუხარდება. ნომრიანი სათვალიდან  ეკრანის მავნე გამოსხივებისგან დამცავ სათვალემდე  გზა მზის სხივებზე გადის. ამიტომაც, ასაკისა და სქესის განურჩევლად, ადვილია მორგება, მთავარია შენ რა კრიტერიუმით ირჩევ სათვალეს. 

IZIPIZI  ქარში თუ კაშკაშა მზეში შენს თვალებს ყოველთვის დაიცავს. 

ზოგჯერ კი მრავალფეროვან და განსხვავებულ ფორმებს შეიძლება  ფერადი ემოციაც გამოჰყვეს ხოლმე.

12 გრამი აღმოჩნდა იმ დიდი სიყვარულის საწყისი, რატომაც დარსო დაუმეგობრდა იზიპიზის. 

ხანდახან მხოლოდ ფორმა და ვიზუალია გადამწყვეტი სათვალის შესარჩევად, ზოგისთვის კი განუყოფელი აქსესუარია ზამთარშიც და ზაფხულშიც 

შეიძლება სულაც შენი განწყობის დამალვა გსურდეს სათვალის მიღმა – ან, უბრალოდ, ასრულებდეს სტილს, რომელსაც იმ დღეს აირჩევ.

ან, როცა სახლიდან გადიხარ და შენი თავი IZIPIZI-სთან ერთად უფრო მოგწონს.

შეიძლება სათვალე იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ მზის სხივებისგან დაცვა.

იქნებ, უბრალოდ, სწორ დროს შეხვდე და მეგობრობის 20-წლიანი ხელოვნების ისტორიაც ასე დაიწყოს.

მთავარი კი ყველასთვის, ყველა მოდელში და ყოველი ადამიანის სტილში ისაა, რომ IZIPIZI გაძლევს იმ სიმსუბუქეს და მოაქვს ის ემოცია, რითაც ადვილია დაინახო  სამყარო, რომელიც ერთ დროს   “ვარდისფერი სათვალიდან” ჩანდა მხოლოდ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.