fbpx

ვაჟიკო ჩაჩხიანის მოკლემეტრაჟიანი ”ფუტკრის დაცემა” საფრანგეთში კინოფესტივალ Cinemed-ზე წარსდგება


გააზიარე სტატია

ფოტოები: ნესტან აბდუშელიშვილი

 

ციხიდან გამოსული,  შურისძიებით სავსე გიორგი, კაცი ბრილიანტის ფეხსაცმლით და ვერცხლის ნაჯახით, სახლში ბრუნდება. გიორგის დედა რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას – შვილს ან მხარი უნდა დაუჭიროს, ან მორიგი ძალადობისგან დაიცვას თავისი რძალი.

ვაჟიკო ჩაჩხიანის მოკლემეტრაჟიანი ფილმი ”ფუტკრის დაცემა” საფრანგეთში საერთაშორისო კინოფესტივალზე,  Cinemed-ზე, მოკლემეტრაჟიანი ფილმების მთავარ კონკურსზე წარდგება.

ფილმის ჩვენება 18 და 21 ოქტომბერს გაიმართება ქალაქ მონპელიეში.

ფესტივალ Cinemed-ის პრომო

ფილმის პროდიუსერი ქართული კომპანია “ნუში ფილმია”  და ის საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებით გადაიღეს 2020 წლის ზაფხულში.

მთავარ როლებს გიორგი ქორქაშვილი, კატო კალატოზიშვილი, სოფო გრიგოლაშვილი და თამუნა მამულაშვილი ასრულებენ.

ფილმის ქართული პრემიერა დეკემბერში თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში იგეგმება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.