fbpx

ლევან კოღუაშვილის “მეოთხე ბრაიტონი” საქართველოს სახელით ოსკარზე გაიგზავნება


გააზიარე სტატია

 

2022 წლის ოსკარის დაჯილდოება ტრადიციულად აშშ-ში მარტში გაიმართება. კინოაკადემიის საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის კი საქართველოდან ლევან კოღუაშვილის ფილმი იბრძოლებს.

“მეოთხე ბრაიტონი” – ასე ჰქვია ფილმს, რომელიც ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეზე გვიყვება – კახი აშშ-ში თამაშზე დამოკიდებული შვილის დასახმარებლად მიემგზავრება.

მთავარ როლებს ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი, ასევე ნადეჟდა მიხალკოვა და გიორგი ტაბიძე ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ ამ ფილმში თავისი ბოლო კინოროლი შეასრულა კახი კავსაძემ, რომელიც 2021 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა.

სურათმა უკვე მიაღწია წარმატებას რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალზე – ტრაიბეკას ფესტივალზე “მეოთხე ბრაიტონს” სამი ჯილდო გადასცეს.

 

 

ინტერვიუ > Let’s Talk About: 90’s ლევან კოღუაშვილი

 

Let’s Talk About: 90’s ლევან კოღუაშვილი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.