fbpx

Distant Symphony: Rooms Studio-ს პროექტი ნიუ-იორკში


გააზიარე სტატია

 

13 ოქტომბერს ნიუ-იორკში, ემა სკალის გალერეაში Rooms Studio-ს პერსონალური გამოფენა Distant Symphony გაიხსნება. დიზაინის ქართული სტუდიის, Rooms Studio-ს პროექტი ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებს მოიცავს, რომელთა შორისაც იქნება სალომე ჩიგილაშვილთან, მარიანა ჭყონიას და შოთიკო აფციაურთან ერთად შექმნილი ნამუშევრები.

 

 

Rooms Studio-ს დამაარსებლებმა – ნატა ჯანბერიძემ და ქეთი თოლორაიამ გამოფენისთვის ემა სკალის გალერეა გადააკეთეს და შუაზე გაყოფილ ორ სივრცედ აქციეს. ეს სივრცეები ფიზიკურ და მეტაფიზიკურ შეჯახებას წარმოადგენს

 

 

გალერეაში ნამუშევრები გამოფენილი იქნება დიზაინერების პირად საგნებთან ერთად, რომლებიც ვიზიტორებს მანჰეტენის აურზაურიდან გამოიხმობს და მათ იმ სააზროვნო გამოცდილების მისაღებად მიიწვევს, რომელიც დროსა და სივრცეს აფიქსირებს.

 

Emma Scully Gallery
Wednesday, October 13, 6-9 pm
16 E 79th  Street,
New York, NY, 10075

ფოტოები: ლევან მაისურაძე
წყარო: https://www.instagram.com/rooms_studio_/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.