fbpx

„აი ია, ყვავილია“ – შალვა ნიკვაშვილის სოლო გამოფენა The Why Not Gallery-ში.


გააზიარე სტატია

ფოტო/ვიდეო: გიორგი ნაზღაიძე

 

The Why Not Gallery წარმოგიდგენთ ხელოვან შალვა ნიკვაშვილის სოლო გამოფენას სახელწოდებით “აი ია, ყვავილია“.

 

 

შალვა ნიკვაშვილი: 

„აი ია ყვავილია“ პირველი წინადადებაა, რაც სკოლაში ვისწავლე. ყველაზე ლამაზი წინადადება იყო, რაც კი ოდესმე გამიგია. შეიძლება ჩემი ცხოვრებაც მინდოდა ისეთი ლამაზი ყოფილიყო, როგორც ეს სიტყვები ერთად.“

 

 

„ამ გამოფენას ბავშვობის მოგონებებს ვუძღვნი; სიყვარულს და სიძულვილს ჩემი ქვეყნისადმი, სადაც დავიბადე, რომელმაც გამამდიდრა, მაგრამ ამავდროულად გამანადგურა“

 

 

ელენე კაპანაძე, The Why Not Gallery-ის თანადამფუძნებელი:

„გვიხარია, რომ შალვას პირველი სოლო გამოფენა საქართველოში ჩვენს გალერეაშია წარმოდგენილი. გამოფენა ისევე როგორც შალვას სრული შემოქმედება სრულად ეძღვნება საკუთარი თავის, მისი იდენტობის კვლევას და ამავდროულად იმ ყველაფრის წარმოჩენას, სადაც ის გაიზარდა და რასაც მისი სამშობლო ქვია.“

 

 

მსურველებს გამოფენის დათვალიერება 24 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.