fbpx

Birkin Bag -ჩანთა რომელიც ყველასთვის სასურველია


გააზიარე სტატია

ავტორი: მარიამ ბერძენიშვილი

 

Blow-up ის დღევანდელი თემა ჯეინ ბირკინის სახელობის საკულტო ჩანთაა.

1980-იან წლებში შექმნილი ჰერმესის ბრენდის იკონური ჩანთა, რომელიც მალევე პრესტიჟისა და ექსკუზიურობის სინონიმი გახდა, ინგლისელი მსახიობისა და მომღერლის ჯეინ ბირკინის სახელს უკავშირდება. მისი შექმნას კი შემთხვევითობას უნდა ვუმადლოდეთ.

1983 წელს “ჰერმესის” ბრენდის დირექტორი რომელიც პარიზიდან ლონდონში მიფრინავდა, ჯეინ ბირკინის გვერდითა სკამზე აღმოჩნდა. უცებ ჯეინს ჩანთიდან ნივთები გადმოეყარა და მეზობლად მჯდომ მამაკაცს უთხრა, რომ ძალიან უჭირდა ვიქენდზე მგზავრობისთვის შესაფერისი, მოსახერხებელი ჩანთის პოვნა, რომ ჰერმესის Kelly მისთვის პატარა იყო და ჯიბეები არ ჰქონდა. დიუმამ ჩაიცინა და თქვა „მე ვარ ჰერმესი“ და იქვე დაიწყო ახალი ჩანთის მონახაზის გაკეთება. რამდენიმე თვეში ჯეინს ტელეფონზე დაურეკეს და სთხოვეს ჩანთის მაკეტის სანახავად მისულიყო, მსახიობს მოეწონა ჩანთა და მაშინ დათანხმდა შემოთავაზებას, და ამ ახალი მოდელის ბირკინი დაარქვეს.

ჩანთის დიზაინის მრავალი ვარიაცია არსებობსა ზომებისა და ფერების ცვლილებით. იგი მთლიანად ხელნაკეთია, მისი შექმნის ყველა პროცედურა, ტყავის გასუფთავებიდან შეკერვამდე საფრანგეთში ხდება და საშუალოდ 18-25 საათი სჭირდება, შესაბამისად კვირაში სულ რამოდენიმე ჩანთის გამოშვებაა შესაძლებელი. მისი შეძენა დღესაც საკმაოდ რთულია მაღალი ფასისა და მომლოდინეთა გრძელი   სიის გამო (მისი შეძენისთვის ლოდინი შეიძლება 6 წელი მოგიწიოთ). იგი პოპულარულია ხელჩანთების კოლექციონერებში და ითვლება რომ მსოფლიოში ყველაზე იშვითი ხელჩანთაა. როგორც ამბობენ ბირკინში თანხის დაბანდება ოქროს და ნავთობს არ ჩამოუვარდება, რადგან მისი გამოყენების შემდეგაც, გაყიდვის შემთხვევაში, ფასი არ მცირდება.

როგორც ფორბსი იუწყება ჰონგ-კონგში გამართულ კრისტის აუქციონზე ბირკინის ნიანგის ტყავის ჩანთა, რომელიც ბრილიანტებით იყო ინკუსტრირებული რეკორდულ თანხად 222 000 დოლარად გაიყიდა.

ვიქტორია ბექჰემი ბირკინის დიდი მოყვარულია მის კოლექციაში 100 -მდე ერთეულია.

საინტერესოა წინა კვირაში ჰერმესის მიერ გამოქვეყნებული ახალი კამპანიის ფოტოები, რომელზეც არტისტი ბენ დენზერნის მიერ სატაცურისა და კიტრისგან შექმილ ბირკინის ჩანთებს ვხედავთ.

ბირკინი არაერთხელ გამოჩნდა  ცნობილ ფილმსა თუ სერიალში. მათ შორისაა  “სექსი დიდ ქალაქში”, სადაც სასოწარკვეთილო სამატა ჯონსი, რომელსაც 5 წლიანი ლოდინი ელოდა ჩანთისთვის, მსახიობ ლუსი ლუს სახელით იყიდის მას, თუმცა საბოლოოდ საოცებო ნივთის გარეშე დარჩება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.