fbpx

IZIPIZI წარმოგიდგენთ კინოარჩევანს


გააზიარე სტატია

 

“იზიპიზის”  სათვალეები მრავალფეროვანიცაა  და მრავალფუნქციურიც. მზისგან დამცავი, ეკრანის, საკითხავი, მოზარდებისთვის, ბავშვებისთვის… ჩამონათვალი დიდია, არჩევანი კი თქვენს საჭიროებასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული.

ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის ერთად საყურებელი 5 ფილმის არჩევანს IZIPIZI-ს ეკრანის სათვალეებით წარმოგიდგენთ – “იმისათვის რომ სია მრავალფეროვანი ყოფილიყო,ჩვენ ევეცადეთ ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ფილმები და ჟანრები აგვერჩია” 

 

#1. Big Lebowski ძმები კოენების 90-იანი წლების კლასიკა და ერთ-ერთი საუკეთესო კომედიაა, საოცარი “კასტით”. ძალიან ბევრჯერ გვაქვს ნანახი, მაგრამ ყველა ჯერზე დიდი სიამოვნებით რომ უყურებ, ისეთი ფილმია.

 

#2. კრისტოფერ ნოლანის ინტერსტელარი, ესეც ერთ-ერთი იმ ფილმთაგანია, რომელსაც ძალიან ბევრჯერ უყურებ და ყველა ჯერზე რაღაც სიახლეს აღმოაჩენ. “Love is the one thing that transcends time and space. Maybe we should trust that, even if we cannot understand it”.

 

#3. The Sopranos – ჩვენთვის ყველაზე საყვარელი tv show.  სოპრანოს კლანი არის შედევრი, სადაც პერსონაჟები ისე ვითარდებიან შენ თვალწინ, როგორც რეალურ ცხოვრებაში და სრული შეგრძნება გიჩნდება, რომ ამ ოჯახს ძალიან კარგად იცნობ და მისი ნაწილიც ხარ. შესანიშნავად გაჩვენებენ ადამიანურ სისუსტეებს. მოკლედ რომ ვთქვათ, მრავალშრიანი დრამაა ძალიან კარგი იუმორით.

 

#4. ტარკოვსკის სტალკერი – ესეც ჩვენი საყვარელი ფილმი ყველა დროის საუკეთესო კლასიკიდან.  ძმები სტრუგაცკების ფანტასტიკის, “პიკნიკი გზის პირას” მიხედვით გადაღებული ანდრეი ტარკოვსკის ფილმი “სტალკერი”, რომელიც ტარკოვსკიმ კიდევ სხვა სიმაღლეზე აიყვანა, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფილმია ყველა დროის საუკეთესო კლასიკიდან. ადამიანის კვლევა  ყოველთვის და ყველა დროში აქტუალური იქნება.

 

#5 Spirited away – ჰაიაო მიაძაკის, ,,მოჩვენებების მიერ გატაცებული”, ისეთივე ჯადოსნური ნამუშევარია, როგორც მისი სხვა ანიმაციები, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ. ის ქმნის სამყაროს, რომელიც არის სანახაობრივი და გაგრძნობინებთ, რომ ამ ჯადოსნური სამყაროს ნაწილი ხართ. ამ საოცარ ნამუშევარში დამალულია დეტალები და სიმბოლოები, რომლის ამოხსნასაც რამდენჯერმე ნახვის შემდეგ ახერხებთ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.