fbpx

ესთეტიკის ცენტრი “ბიოლაინ ჯატო” – სივრცე, სადაც თქვენზე პროფესიონალები ზრუნავენ


გააზიარე სტატია

როდესაც ვსაუბრობთ თავის მოვლაზე, თავისთავად მოვიაზრებთ ადგილს, სადაც მივიღებთ პროფესიულ, ხარისხიან და გამოცდილებაზე დამყარებულ მომსახურებას. ადგილს, რომელიც ჩვენს პირად სივრცედ იქცევა. 

სწორედ ასეთი ადგილია Bioline Jatò, თბილისის შუაგულში, რადიანის ქუჩაზე მდებარე ესთეტიკის ცენტრი. 

“ბიოლაინ ჯატოს” ისტორია თითქმის ნახევარი საუკუნის წინ იტალიაში დაიწყო. სილამაზის ინდუსტრიაში ბრენდმა თავისი ფუნდამენტური ღირებულებებით –  ხარისხი, კვლევები და პროფესიონალიზმი – დაიმკვიდრა ადგილი და წლებთან ერთად საერთაშორისო ბაზარზეც გავიდა.  პირველივე დღიდან ბრენდი ქმნის და ავითარებს როგორც ქალების, ისე კაცების თავის მოვლის საშუალებების ინდივიდუალურ ხაზს და მეთოდებს. 

საქართველოში “ბიოლაინ ჯატოს” წარმომადგენლობას 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, თუმცა აქამდე ბრენდის პროდუქცია და პროცედურები მხოლოდ ვიწრო ჯგუფისთვის თუ იყო ხელმისაწვდომი. 

“ახლა უკვე ჩვენი ესთეტიკის ცენტრის კარი ყველასთვის ღიაა. ჩვენი  გუნდი პროფესიონალებით დაკომპლექტდა. ზოგადად, ბრენდი ორიენტირებულია გუნდის მუდმივ განვითარებაზე, შესაბამისად, ძალიან  ხშირად ტარდება სპეციალური ტრენიგები, სადაც  ჩვენი სპეციალისტებიც მონაწილეობენ. “ –  ამბობს მარიამ მურვანიძე – “ბიოლაინ ჯატო” თბილისის თანადამფუძნებელი.

სახისა და ტანის მოვლის საშუალებები და პროცედურები, რომლებსაც ამ სივრცეში გთავაზობენ, თქვენს უნიკალურ ხასიათზეა მორგებული. “ბიოლაინ ჯატოს” ფილოსოფია უგულვებელყოფს ჩვენს გარეგნობაში ყოველგვარ უხეშ ჩარევას, ბრენდი ორიენტირებულია ჩვენი ბუნებრიობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე ხელოვნური მანიპულაციების გარეშე.

“ბუნებრიობა ბოლო წლების  მსოფლიო ტრენდად იქცა. სილამაზის ინდუსტრიაში სულ უფრო აქტუალური ხდება თავის მოვლა უხეში ჩარევების გარეშე. “ბიოლაინ ჯატოს” ფუნდამენტური მიდგომა და ფილოსოფია სწორედ ასეთი ტიპის მანიპულაციებია. ჩვენი სპეციალისტები არ იყენებენ ელექტრო აპარატურას, სასურველ შედეგს მხოლოდ “ბიოლაინ ჯატოს” პროდუქციითა და პროფესიოულინალური მასაჟით აღწევენ.” – მარიამ მურვანიძე

იტალიაში, კერძოდ, ბოლონიაში, “ბიოლაინ ჯატო”  თავისი ლაბორატორიითა და სკოლითაა წარმოდგენილი, სადაც სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობითა და შესწავლით პროდუქციის ფორმულირება და უახლესი პროცედურული მეთოდოლოგიის შემუშავება ხდება.  კომპანიას ძალიან მკაფიო პოლიტიკა აქვს და უარს ამბობს ცხოველებზე ყოველგვარი ცდების ჩატარებაზე.

Bioline Jatò თქვენს პირად სივრცედ იქცევა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.