fbpx

ოქროსფერი შემოდგომის დღეები


გააზიარე სტატია

ავტორი: მარიამ მაღულარია

 

წელიწადის დროებიდან გამორჩეულის, შემოდგომის დასრულებამდე ცოტა დრო რჩება. მართალია ზაფხულმა ჩაიარა და სექტემბერმა სამუშაო დრო დააბრუნა, მაგრამ დასვენება ყოველთვის გვჭირდება. ახლა, როცა მუშაობას ონლაინ მივეჩვიეთ, რუტინას სასიამოვნო სივრცეებში ყოფნა ნამდვილად გაახალისებდა.  

ეს სეზონი ვიზუალურად ყველაზე გამორჩეულია და მე თუ მკითხავთ, ყველაზე ლამაზიც, ამიტომ AT.ge და თიბისი კონცეპტი დასვენებისთვის სასტუმროების გზამკვლევს გთავაზობთ.

 

ვილა მოსავალი

სასტუმრო ვილა მოსავალი ნატახტარში, თბილისიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. ეს არის საუკეთესო ადგილი განტვირთვისთვის. სასტუმრო მეღვინეობის მოყვარულებს, საოცარი შესაძლებლობას გთავაზობთ – პროფესიონალი მეღვინე აქაური ღვინის შესახებ ყველა დეტალს გაგაცნობთ, დააგემოვნებთ მრავალი სახეობის ღვინო მუხის კასრიდან, ტრადიციული მარნის ქვევრებიდან ან პირდაპირ ღვინის ქარხანაში. დააჭაშნიკებთ გამორჩეულ ჭაჭას და გაივლით მასტერკლასი „ვილა მოსავალის“ ჭაჭის კუთხეში. 

სტუმრებს შეგიძლიათ ისარგებლოთ – ჩოგბურთის კორტებით, ფეხბურთის სტადიონით, ფიტნეს დარბაზითა და მაგიდის ჩოგბურთით. ასევე სასტუმროს აქვს საბავშვო კუთხე.

ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲙᲝᲜᲪᲔᲞᲢᲘᲡ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲘᲡ ᲤᲐᲠᲒᲚᲔᲑᲨᲘ, ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲐ ᲒᲐᲥᲕᲗ ᲘᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝᲗ 20%-ᲘᲐᲜᲘ ᲤᲐᲡᲓᲐᲙᲚᲔᲑᲘᲗ.

 

შატო ართვაინი

შატო ართვაინი კახეთში, თელავთან ახლოს, სოფელ ართანაში გელოდებათ. სასტუმრო მოიცავს 32 ნომერს. ტერიტორიაზეა დაგხვდებათ მარანი, რომელიც იდეალურია მრავალფეროვანი მასტერკლასებისა თუ ღვინის დეგუსტაციისთვის. ყველა ნომერს აქვს აივანი და ულამაზესი ხედი სასტუმროდან. 

ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲙᲝᲜᲪᲔᲞᲢᲘᲡ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲘᲡ ᲤᲐᲠᲒᲚᲔᲑᲨᲘ, ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲐ ᲒᲐᲥᲕᲗ ᲘᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝᲗ 20%-ᲘᲐᲜᲘ ᲤᲐᲡᲓᲐᲙᲚᲔᲑᲘᲗ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲣᲚ ᲜᲝᲛᲔᲠᲖᲔ ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲓᲦᲔᲔᲑᲨᲘ ᲓᲐ 10%-ᲘᲐᲜᲘ ᲤᲐᲡᲓᲐᲙᲚᲔᲑᲘᲗ ᲨᲐᲑᲐᲗ-ᲙᲕᲘᲠᲐᲡ ᲡᲐᲡᲢᲣᲛᲠᲝᲨᲘ – ᲨᲐᲢᲝ ᲐᲠᲗᲕᲐᲘᲜᲘ.

ᲐᲛᲐᲢᲔᲑᲘᲗ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲐ ᲒᲐᲥᲕᲗ 10%-ᲘᲐᲜᲘ ᲤᲐᲡᲓᲐᲙᲚᲔᲑᲘᲗ ᲘᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝᲗ ᲡᲐᲡᲢᲣᲛᲠᲝᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲨᲔᲛᲝᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲣᲚ ᲛᲐᲡᲢᲔᲠᲙᲚᲐᲡᲔᲑᲖᲔ, ᲦᲕᲘᲜᲘᲡ ᲓᲔᲒᲣᲡᲢᲐᲪᲘᲐᲡᲐ ᲓᲐ ᲪᲮᲔᲜᲘᲡ ᲢᲣᲠᲖᲔ.

 

მოსმიერი

სასტუმრო მოსმიერი კახეთში, სოფელ კისისხევშია განლაგებული. აქ შესაძლებლობა გექნებათ რთველში ჩაერთოთ და ოქტომბრის მიწურული, რომელსაც აქ ოქროს პერიოდს უწოდებენ, ძალიან სასიამოვნოდ გაატაროთ, რაც ყველაზე მთავარია, მონაწილეობა მიიღოთ კულინარიულ მასტერკლასსში. კავკასიონის მთების ხედი საღამოს განსაკუთრებით უხდება სწორედ ოქროსფერ შემოდგომას, ღვინით ხელში. 

ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲙᲝᲜᲪᲔᲞᲢᲘᲡ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲘᲡ ᲤᲐᲠᲒᲚᲔᲑᲨᲘ, ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲐ ᲒᲐᲥᲕᲗ ᲘᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝᲗ 20%-ᲛᲓᲔ ᲤᲐᲡᲓᲐᲙᲚᲔᲑᲘᲗ ᲡᲐᲡᲢᲣᲛᲠᲝᲨᲘ – ᲛᲝᲡᲛᲘᲔᲠᲘ.

*ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲑᲘᲗ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲐ ᲒᲐᲥᲕᲗ 10%-ᲛᲓᲔ ᲤᲐᲡᲓᲐᲙᲚᲔᲑᲘᲗ ᲘᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝᲗ ᲡᲐᲡᲢᲣᲛᲠᲝᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲨᲔᲛᲝᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲣᲚ ᲛᲐᲡᲢᲔᲠᲙᲚᲐᲡᲔᲑᲖᲔ

 

შატო ხაშმი

შატო ხაშმი საგარეჯოში, სოფელ ხაშმში მდებარეობს. აქ განსაკუთრებულ გასტრონომიულ მასტერკლასებს და გამორჩეულ ღვინოს გთავაზობენ და სასიამოვნო დასვენებასთან ერთად გართობასაც გპირდებიან.

ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲙᲝᲜᲪᲔᲞᲢᲘᲡ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲘᲡ ᲤᲐᲠᲒᲚᲔᲑᲨᲘ, ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲐ ᲒᲐᲥᲕᲗ ᲘᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝᲗ 10%-ᲘᲐᲜᲘ ᲤᲐᲡᲓᲐᲙᲚᲔᲑᲘᲗᲐ ᲓᲐ ᲙᲣᲚᲘᲜᲐᲠᲘᲣᲚᲘ ᲛᲐᲡᲢᲔᲠᲙᲚᲐᲡᲔᲑᲘᲗ ᲡᲐᲡᲢᲣᲛᲠᲝᲨᲘ – ᲨᲐᲢᲝ ᲮᲐᲨᲛᲘ.

 

შატო მუხრანი

შატო მუხრანი, ამავე სახელწოდების ადგილას – მუხრანში გინასპინძლებთ. 

მათი წარმოებული უმაღლესი სტანდარტის ღვინოებთან ერთად, ულამაზეს გარემოში აღმოჩნდებით. 

შატო მუხრანს თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში 2 ტიპის ფასდაკლება აქვს. აქ შეგიძლიათ დაესწროთ ისტორიულ ტურს, იჯირითოთ, მონაწილეობა მიიღოთ ღვინის დეგუსტაციაში ისეირნოთ ველოსიპედით, მიირთვათ ლანჩი. ასევე, შეგიძლიათ ისტორიული ტურის უკეთ გასაცნობად გიდიც მოითხოვოთ. მასტერკლასები აქაც გელოდებათ, რომელიც 10 ან მეტ ადამიანზეა განკუთვნილი.

 

გისურვებთ ოქროსფერი შემოდგომა საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაატაროთ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.