ბალენსიაგამ Lyst Index-ში გუჩის გადაუსწრო
2021 წლის მეტ გალაზე კიმ კარდაშიანის ყველაზე რეზონანსული ჩაცმულობისა და ცნობილ ამერიკულ ანიმაციურ სერიალში “სიმპსონებში“ საკუთარი ახალი კოლექციის წარდგენის შემდეგ, ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ კიდევ ერთხელ გაგვახარა.
საქმე ის არის, რომ Lyst Index-ში ბალენსიაგა ყველაზე პოპულარულ ბრენდად დასახელდა და გადაუსწრო ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა გუჩი, პრადა და სხვა.
დიახ, ბალესიანგას შემდეგ პლატფორმის რეიტინგში მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებს დიორი, პრადა და ლუის ვიტონი ინაწილებენ.
მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დიზაინერი ფრანგულ მოდის სახლს, Balenciaga-ს 2015 წლიდან ჩაუდგა სათავეში. 2019 წლამდე კი მისივე დაარსებულ ბრენდს, VETEMENTS მართავდა.
დემნა გვასალიას ინოვაციურმა და განსხვავებულმა სტილმა მალევე მიიქცია მოდის სფეროში დასაქმებული გავლენიანი ადამიანებისა და ცნობილი პოპვარსკვლავების ყურადღება. აღსანიშნავია, რომ Balenciaga-ს ღირებულებამ უკვე 2 მილიარდს გადააჭარბა.