fbpx

“Hennessy” NBA-ის ოფიციალური სპონსორია


გააზიარე სტატია

 

მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი კონიაკი “Hennessy” – “NBA” -ის ოფიციალური სპონსორი გახდა. ეს არის ლიგის პირველი გლობალური პარტნიორობა ალკოჰოლური სასმელების ბრენდთან.

“იმდენად, რამდენადაც გლობალურ საზოგადოებას წარმოვადგენთ მოხარულები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ თამაშს და იმ კულტურას, რომელიც აერთიანებს ხალხს მსოფლიოს მასშტაბით. NBA არის მეტი ვიდრე, კალათბურთი და ჰენესი მეტი ვიდრე, სასმელი. ამიტომაც ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ვიყოთ მათი ოფიციალური პარტნიორები” – განაცხადა ჯული ნოლეტიმ, ჰენესის გლობალური მარკეტინგის მენეჯერმა

თანამშრომლობა ამაღელვებელია ლიგისთვისაც, რადგან Hennessy ხდება NBA-ის პირველი გლობალური ალკოჰოლური სასმელების პარტნიორი. NBA-ს მედიისა და ბიზნესის განვითარების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი დენ როსომონდო აცხადებს: „მოუთმენლად ველოდებით, რომ გავაგრძელებთ კალათბურთის თამაშის აღნიშვნას ამ საკულტო ბრენდთან ერთად. გულშემატკივრები გამარჯვევების ზეიმს ახალი ექსკლუზიური “Hennessy VS” და “VSOP Limited Edition” ბოთლებით შეძლებენ, რომლებიც სპეციალურად შეიქმნა. ბოთლები უკვე ხელმისაწვდომია მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც

კონიაკის ლიდერი Maison Hennessy 250 წელზე მეტია ბრწყინავს მთელ მსოფლიოში თავისი განსაკუთრებული ნაზავით. ბრენდი წარმოდგენილია 160-ზე მეტ ქვეყანაში და მის წარმატებას კონიაკის სრულყოფილება განაპირობებს. შექმნის პროცესი უნიკალურია და ეს ტრადიცია თაობიდან თაობას გადაცემა.

“Hennessy” – პირველი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სახლია, რომელსაც აქვს ISO 14001 სერტიფიკატი. ის არის მთავარი კონტრიბუტორი საფრანგეთის საერთაშორისო ვაჭრობაში, პროდუქციის 99% ექსპორტზე გადის და შეიძლება ითქვას, რომ ფრანგული ხელოვნების ელჩია მსოფლიოში. “Never Stop” მთავარი სლოგანია, რომლითაც მსოფლიო იცნობს “Hennessy”-ის და “NBA”-ის პარტნიორობაც ამ სულისკვეთების გამოძახილია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.