სოფო კობიძის სოლო გამოფენა – ყველა ყვავილი სახელოვნებო სივრცე მაუდში.
გააზიარე სტატია
თანამედროვე სახელოვნებო სივრცე „მაუდი“ წარმოგიდგენთ სოფო კობიძის სოლო გამოფენას – „ყველა ყვავილი“.
წყლის მერე
გახსენდება თავი
ადრე
სავსე მთვარის გამო
ნელა სვლა
ნელი ძახილი
ნელა სტვენა
წყლის მერე
გახსენდება ბრმა
ნახევარ მთვარის გამო
ძახილი
რომ მალე ისევ მოვა
წყლის მერე
გახსენდება
გრძელი გზა
რომელზეც
ყრიან ყვავილები
იმეორებ:
ყველა ყვავილი
ყველა ყვავილი
ყველა ყვავილი.
– სოფო კობიძე
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 2019-2021 წელს შესრულებლი ფერწერული ნამუშევრები.
ნამუშევრების დათვალიერება მსურველებს 22 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.