თბილისელი ბუნებისდამცველები წავების გადასარჩენად იბრძვიან – Al Jazeera
ქართველი ბუნებისდამცველები თბილისში, მდინარე მტკვარზე მცხოვრები წავის ოჯახის დასაცავად იბრძვიან. გაქრობის პირას მყოფი სახეობა მდინარეში არსებულ მცირე კუნძულზეა დასახლებული.
უკანონო მშენებლობებმა, თხრებმა და სხვა სამუშაოებმა წავების ბუნებრივი ჰაბიტატის უდიდესი ნაწილი გაანადგურა. არსება, რომელიც საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდებოდა, ამჟამად იშვიათად გვხვდება.
წავების ოჯახს თბილისელმა ბუნებისდამცველები ფოტოხაფანგებითაც იკვლევდნენ.
დოკუმენტალისტ ნიკა წიკლაურის თქმით, დედაქალაქის შუაგულში წავების ხილვა მართლაც საოცარი და გასაკვირია. მათი აღბეჭდვაც რთულია, რადგან ერთხელ ნახვის შემდეგ შესაძლოა, წავი დიდხანს ვეღარ იხილო იმავე ადგილზე.
ევრაზიული წავი (Lutra lutra) კვერნისებრთა ოჯახის მტაცებელი ძუძუმწოვარია. ის საცხოვრებლად ტყის მდინარეების სანაპიროებს იყენებს, რადგან კარგად ცურავს და ყვინთავს. წავი ძირითადად თევზებით, ბაყაყებით, ჭიებით, ფრინველებითა და სხვა პატარა არსებებით იკვებება.