ქართველი ფოტოგრაფი სტენლი გრინის პრიზისა და სტიპენდიის მფლობელია
გააზიარე სტატია
ფოტოგრაფი თაკო რობაქიძე “სტენლი გრინის მემკვიდრეობის პრიზისა და სტიპენდიის” მფლობელი გახდა, რაც ქართველი ფოტოგრაფისთვის საკმაოდ დიდი მიღწევაა.
ქართველი ფოტოგრაფის მიერ შესრულებული პროექტები, მათ შორის, პანკისის ხეობის მცხოვრებლებსა და მცოცავი ოკუპაციის შესახებ, ფოტოგრაფთა ფართო წრეებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. თაკო რობაქიძე სხვა ორ ფინალისტ კანდიდატს (ბიაინა მაჰარი, მუნებ თაიმი) შორის გამოარჩია ჟიურიმ, რომლის წევრი, საქართველოსა და ქართველებისთვის კარგად ნაცნობი თომას დვორჟაკი, სამივე პრიზიორი ფოტოგრაფის „გაბედულ თავდადებას“ უსვამს ხაზს.
წყარო: https://www.noorimages.com/