მერაბ გუგუნაშვილის სოლო გამოფენა “HEAVY ARMOUR” – გალერეა 4710-ში
ფოტო: გიორგი ნაზღაიძე
გალერეა 4710 წარმოგიდგენთ მერაბ გუგუნაშვილის პირველ სოლო გამოფენას – Heavy Armour.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ერთ თემაზეა შექმნილი. პირადი და საერთო გამოცდილების გადააზრებით, ხელოვანი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საზოგადოების მიერ მითითებულ წესებსა და ნორმატივებს – რას ნიშნავს იყო “კაცი”.
გამოფენა იმ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებზე საუბრობს, რომლებსაც სოციუმი ადამიანებს გენდერული ნიშნის მიხედვით აკისრებს.
ასე სასურველი “კაცურობა”საზოგადოებისგან ნაკარნახევ უამრავ მყარ “უნდა”-ზეა აგებული და დროთა განმავლობაში სწორედ ეს ძირითადი საყრდენები გადაიქცევა ხოლმე მთლიანობის ყველაზე მყიფე და მსხვრევად ნაწილებად.
მერაბ გუგუნაშვილი ქართველი ხელოვანია, რომელსაც საზოგადოება ძირითადად კერამიკული ნამუშევრებით იცნობს. გამოფენაზე ნაჩვენები იქნება სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ნიმუშები, რომლებიც ბოლო წლის განმავლობაში სპეციალურად მისი სოლო შოუსთვის შეიქმნა.
მსურველებს გამოფენის დათვალიერება 7 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ.