fbpx

Food Good – ჯანსაღი და გემრიელი ობიექტი ახალი მფლობელის მოლოდინში


გააზიარე სტატია

ავტორი: მარიამ მაღულარია

 

Food Good ახალ მფლობელს ეძებს, დეტალებს AT.ge-ის სტატიაში გაეცნობით.

 

მსოფლიოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვარჯიში და რაც მთავარია – ჯანსაღი კვება! ამის გარეშე არაფერი გამოვა. ცხადია, ეს დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ნინა ჯაფარიძემ, Food Good-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, თავის პარტნიორ ელენე წიკლაურთან ერთად თბილისში ახალი ობიექტი გაეხსნა, სადაც მომხმარებლები ჯანსაღად და გემრიელად კვებას შეძლებდნენ. 

Food Good-ის გახსნის იდეა პანდემიის დროს დაიბადა და 2021 წლის მეორე ნახევარში გაიხსნა კიდეც. კონცეფცია წინასწარ იყო განსაზღვრული და იდეას დღემდე ინარჩუნებს. ნინა იხსენებს, რომ ცხოვრების წესიდან გამომდინარე ვერ ახერხებდა სულ სახლში კვებას, გარეთ ჯანსაღად კვება კი ძალიან რთული იყო. გაყიდა თავისი მოტოციკლი და ამ ფულით კაფე გახსნა. დღეს თანადამფუძნებელს ახალი გამოწვევები აქვს, ამერიკაში ყოფნისას მიხვდა,  რომ დისტანციურად ბიზნესის მართვა ნამდვილად რთული აღმოჩნდა – “თავიდანვე ჩაფიქრებული გვქონდა, რომ Food Good-ს გავყიდდით, თან აუცილებლად თავისი კონცეპტით. ეს ჩვენთვის მთავარია.” 

ნინა კარიერას შტატებში გააგრძელებს, ამიტომ დიდი სურვილი აქვს, Food Good-ის ერთგულ მომხმარებელს ისეთივე საყვარელი ობიექტი დაუტოვოს, როგორიც შექმნა. 

დიეტური საკვები, რაც სწორ კვებას გულისხმობს, ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, თან ამას კარგი ბრენდი და შეფუთვა თუ დაემატა, ყველაფერი იდეალურადაა. 

Food Good მრგვალ ბაღთან, ს. ღამბაშიძის 10 ნომერში მდებარეობს. მენიუში ადგილობრივი და ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებულ სმუზებს, სალათებს და სხვადასხვა დაბალკალორიულ კერძსა თუ დესერტს აღმოაჩენთ – ეს არის საკვები, რომელსაც უამრავი განსხვავებული გემოს და ვიტამინების გაერთიანება შეუძლია. 

დეტალებისთვის დაუკავშირდით ნინა ჯაფარიძეს – [email protected]


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.