fbpx

იუკუ, ანუ ამბავი, რომელიც უნდა დაიჯერო


გააზიარე სტატია

“ჟღალთმიანი ბიჭი ყოველ ღამით, სიზმარში, უცნაურ გზას დაადგებოდა და დაგრეხილი, ნისლით მოცული ბილიკით უღრანი ტყის იდუმალებაში იკარგებოდა. დილით გაღვიძებული, ვერ იხსენებდა, სად მიჰყავდა იდუმალ ბილიკს… ერთადერთი რაც ახსოვდა, იყო სიტყვა – იუკუ” – ასე ჯადოსნურად იწყება ის ზღაპარი, სპეციალურად იუკუსთვის რომ შეიქმნა. სახლის საბავშვო ორეულები ქართული სტარტაპია, რომელიც ყველაფრით გაგაოცებთ, ამაში კი თავად დარწმუნდებით, როცა ბრენდის შესახებ მოგითხრობთ. 

 

IUKU-ს ჯადოსნურ ხასიათზე მისი შემქმნელები – ელენე გახარია და მარიამ გაბედავა მოგვიყვებიან.

საიდან გაჩნდა იდეა?

ელენეწლებია უკვე ძილი მაკლია… ვისაც შვილები ჰყავს, მიხვდება, ეს რაც არის… სამი შვილი დიდი პასუხისმგებლობა, დატვირთული დღის რეჟიმი და ბევრი გათენებული ღამეა, ამიტომაც ძილისკენ სწრაფვა ერთ-ერთი შთამაგონებელი ნიშანი იყო ამ ორეულების შექმნისას. ეს ნახევრად ხუმრობით… უფრო მეტს მარიამი გეტყვით, შთაგონების წყაროც ჩვენს შემთხვევაში ერთი და იგივე აღმოჩნდა ☺

 

მარიამიდედებს ერთმანეთის ენა ნამდვილად გვესმისჰოდა მე და ელენეც 

უძილობის ტკივილმა” და  ძილზე ოცნებამ  გაგვაერთიანა. – მეცინება, ამას რომ ვამბობ, მაგრამ მართლა ასეა… ცოტა უფრო სერიოზულად თუ გეტყვით

ჩემი შვილი პატარა რომ იყო, ძალიან უყვარდა ”მუსიკის ჰანგების” ერთი სიმღერა და სულ პატარა პერსონაჟზე მეუბნებოდა, მე ვარ, შეხედეო. მას შემდეგ ჩემს წარმოდგენაში “მუსიკის ჰანგებს” ბევრი რამ დაუკავშირდა. მეორე შვილი რომ გავაჩინე, პირდაპირ “პატარა უფლისწულის“ ზღაპარში აღმოვჩნდი. მესამემ კი მიმახვედრა, რომ რთულია სამი ბავშვით სტუმრად სიარული, ამიტომ საჭირო გახდა სახლის ლამაზი სამოსი  და სტუმრების სახლში მიღება…  ვინც მიცნობს, იცის რამხელა ყურადღებას ვაქცევ ბავშვების ჩაცმულობას, ეს შეიძლება ჩემი მავნე ჩვევაცაა, მაგრამ ამ „წიკს“ ვერაფერს ვუხერხებ… შესაბამისად, სახლშიც ბავშვების ლამაზად გამოწყობა ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი დედისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია და ესეც იყო ერთგვარი ბიძგი ამ ბრენდის შესაქმნელად. აი, ასე დაიბადა ჩვენი საერთო, მეშვიდე შვილი – „იუკუ“.

რა არის ისრის გამოც ”იუკუ” განსხვავებულია?

ელენე: მარიამმა ახსენა – მეშვიდე შვილიაო… მართლა ასეა. იუკუ ზღაპრის კეთილი გმირია, რომელიც გამუდმებით ცდილობს ყველა ოჯახში სიკეთე და სიყვარული მიიტანოს. რაც დღეს, სამწუხაროდ, ძალიან გვაკლია, მაგრამ გვჯერა, რომ სახლის სხვადასხვა აქტივობების დანერგვით, რომელსაც მომავალში იუკუ შეუწყობს ხელს, ბევრ ჩატეხილ ხიდს   ავაშენებთ. 

IUKU-ს  ზღაპარიც სიყვარულზეა აგებული, სადაც არ არსებობს  ენის 

ბარიერიც კი, იმიტომ რომ სიყვარულს „გაგონება” კი არა, გრძნობა სჭირდება.

მარიამიIUKU-ს ისტორია საკუთარი შვილების სიყვარულით იწყება და სხვისი შვილების სიყვარულზე გადის, რადგან ყველა ბავშვი იმსახურებს ზღაპრულ გარემოს: ტკბილ ოჯახს და თბილ ურთიერთობებს. ამას მოაქვს კეთილი მომავალი და ზუსტად ეს კონცეფცია უდევს ჩვენს ბრენდსაც. ამიტომაც მის კომუნიკაციაში მუდამ იგრძნობა დადებითი ემოციების გაზიარება – ზღაპარში, რომელიც მოჰყვება შეძენილ პროდუქტს, პიჟამების დასახელებაში, ინდივიდუალურ წერილებში, სოციალურ მედიის “ქოფიში”… მოკლედ, ყველგან, სადაც შეგვიძლია რომ ბრენდის ხასიათი გამოვხატოთ. ბავშვებს ჩვენ თვითონ უნდა შევუქმნათ ზღაპრული გარემო იმისთვის, რომ მომავალში ისინი მოევლინონ სამყაროს კეთილ გმირებად. გარდა ამისა, აქამდე თვალში არ მომხვედრია ბავშვის ისეთი პიჟამები, როგორზეც გაიფიქრებ, რომ შენც სიამოვნებით ჩაიცვამდი, შესაბამისად, „იუკუმ“ სულზე მომისწრო.

რატომ უნდა შევიძინოთ ”იუკუ”?

ელენე: გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვის სამოსთან გვაქვს საქმე, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში უნდა ეცვას მას – რა თქმა უნდა, ბუნებრივი ქსოვილები გამოვიყენეთ. ნაჭერი ჩამოგვაქვს და თარგებიც სპეციალურად  “იუკუსთვის“ შეიქმნა, კერვის პროცესსაც  პროფესიონალი ადამიანები წარმართავენ და საბოლოოდ გამოვიდა ის ხარისხი, რაც ჩაფიქრებული გვქონდა. ბევრი რამ სამომავლო გეგმაა. მაგრამ ახლა სტარტაპის პირობებში ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ შეგვექმნა ხარისხიანი, მაღალი სტანდარტების ქართული საბავშვო ბრენდი.

მარიამირთულია, საკუთარ შვილზე ისაუბრო. ვფიქრობ, ვინც ერთხელ მაინც შეიძენს „იუკუს“,  თავად დარწმუნდება მის ჯადოსნურ ბუნებაში და „იუკუსგან“  აღარასდროს არსად წავა…

 

რას ნიშნავს იუკუ?

ელენეჩემს შვილს ეძახიან იუკუს. ჩვენს შვილებში ყველაზე უფროსი ისაა. ამიტომაც მას აკისრია მისია – ჯადოსნური თავგადასავლების გზაზე  თავისი პატარა და-ძმა ატაროს იმისთვის, რომ ახალმა სამეგობრომ “ბედნიერება მოუტანოს სამყაროს”. იუკუს ზღაპრის პირველი თავიც იუკუთი იწყება, რომელიც სპეციალურად ჩვენთვის შექმნა ნიკოლოზ წულუკიძემ, ლოგოზე კი  ბუბა რადიანმა იმუშავა –  არ გვინდოდა სტანდარტულად ბავშვთან ან პიჟამასთან ასოცირებული რაღაც გამოგვეჩინა ლოგოზე – ბუბა ზუსტად მიხვდა ჩვენს გულისთქმას.

მარიამიდავამატებდი, რომ იაპონურად იუკუ ნიშნავს “მიდის”… ზმნა თავის თავში მუდმივ მოძრაობას გულისხმობს… ჰოდა გეტყვით, რომ ჩვენ ყველამ ერთად იმ კეთილი სამყაროსკენ უნდა ვიაროთ, სადაც მხოლოდ სიკეთე და სიყვარულია… გვჯერა, რომ ყველა გზა რომის ნაცვლად, იუკუსთან მიდის… ხმამაღალი განაცხადი კია, თუმცა პიჟამების სახელებიც აქედან მოდის – ნებისმიერი სიკეთე, რაც არსებობს დედამიწაზე,  სახელებში გავაერთიანეთ – ზუსტად ამიტომ გვჯერა, რომ ყველა გზა ამ სიკეთესთან მიდის. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.