fbpx

IZIPIZI წარმოგიდგენთ ანანო ბაკურაძის კინოარჩევანს


გააზიარე სტატია

“იზიპიზის” სათვალეები მრავალფეროვანიცაა და მრავალფუნქციურიც. მზისგან დამცავი, ეკრანის, საკითხავი, მოზარდებისთვის, ბავშვებისთვის… ჩამონათვალი დიდია, არჩევანი კი თქვენს საჭიროებასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული.

ანანო ბაკურაძეს კი ჩვენი სათვალეებიც აქვს და საინტერესო კინოგემოვნებაც. ძალიან ხშირად მსოფლიოს ყველაზე ცნობილი კინოფესტივალებიდან,სწორედ ანანოსგან ვიღებთ ინფორმაციას და წელს კანის კინოფესტივალზე საქართველოზეც მოუყვა.

მის მიერ გაკეთებულ 5 ფილმის არჩევანს IZIPIZI-ს ეკრანის სათვალეებით წარმოგიდგენთ.

 

Les amants du pont neuf  ახალი ხიდის საყვარლები 

ეს არის ფილმი სიყვარულზე, ცალსახად სიყვარულზე. სიყვარულზე, რომელიც იწვევს სიგიჟეს და დაუდევრობას. შეიძლება სიყვარული იყოს ბოროტი? სვამს კითხვას ფრანგი რეჟისორი ლეოს კარაქსი. ალექსის და მიშელის სიყვარული არაამქვეყნიურია, არამიწიერია და ამავდროულად, რა შეიძლება იყოს იმაზე მიწიერი, როდესაც ორ უსახლკარო ადამიანს ერთმანეთი პარიზის ღია ცის ქვეშ, მშენებარე ხიდზე უყვარდებათ? 

ფილმი ვითარდება სენაზე გადაჭიმულ, ერთ-ერთ ცნობილ ხიდზე, რომელიც რეკონსტრუქციის პროცესშია და გადაკეტილია, სწორედ ამ დროს ალკოჰოლზე დამოკიდებული ალექსი და თითქმის უსინათლო მიშელი ერთმანეთს ხვდებიან და თანაცხოვრებას იწყებენ, ისე როგორც უსახლკაროები. თუ პარიზში არ ყოფილხართ, ისე არ წახვიდეთ, რომ ეს ფილმი არ ნახოთ. კარაქსის ამ შესანიშნავ კინოსურათში ყველა ის გრძნობაა, რომელიც დისტანციურად შეიძლება განიცადო ამ უსაზღვრო ქალაქის მიმართ. უფრო უკეთესად შეუძლებელია მიხვდე და იგრძნო კილომეტრების დაშორებით, თუ როგორი ხასიათისაა საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი. 

 

Annette – ანეტ

ანეტი ლეოს კარაქსის 2021 წლის კინოსურათია. 10-წლიანი პაუზის შემდეგ ფრანგი კინორეჟისორი კანის კინოფესტივალზე მუსიკალური დრამით დაბრუნდა. 

ფილმი მოგვითხრობს სიყვარულის ისტორიას, კომიკოსსა და ოპერის მომღერლის შესახებ. მთავარ როლებს კი ადამ დრაივერი და მარიონ კოტიარი ინაწილებენ. 

 

Titane  – ტიტანი

ტიტანი კანის  74-ე კინოფესტივალის გამარჯვებული კინოსურათია. ფრანგი კინორეჟისორი ჟულია დუკურნო, ჯეინ კამპიონის შემდეგ, პირველი კინორეჟისორი ქალია, ვინც ოქროს პალმა მოიგო. 

ფილმი ჰორორის ჟანრისაა და მოგვითხრობს ამბავს ახალგაზრდა გოგოს ტრანსფორმაციის შესახებ და რომლის მთავარი სიყვარული მანქანებია. კინოსურათი ერთგვარი მეტაფორაა იმისა, თუ როგორ შეიძლება გააფეტიშო ნივთები, უსულო საგნები და სადამდე შეუძლია მიიყვანოს ადამიანი ამ სიყვარულმა. 

 

Don’t Worry, He Won’t Get Far on Foot – არ იდარდო, ის ფეხით შორს ვერ წავა

ჩემი აზრით, ეს ფილმი არის გას ვან სენტის საკმაოდ დაუფასებელი კინოსურათი და ასევე ხოაკინ ფენიქსის საკმაოდ დაუფასებელი კინოროლი. ვფიქრობ, რომ ეს ფილმი ამერიკელი რეჟისორის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. 

ლამის  ავტოკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ ჯონ კალაჰანი ალკოჰოლის დათმობას აპირებს. მისი შეყვარებულისა და ქარიზმატული სპონსორის მიერ წახალისებული კალაჰანი უხალისოდ თანხმდება მკურნალობის პროგრამაში ჩართავას და მიხვდება, რომ ხატვის ნიჭი აქვს. დამწყები მხატვარი მალევე აღმოაჩენს ახალ ცხოვრებას, როდესაც მისი მღელვარე და უპატივცემულო საგაზეთო კომიქსები იძენს ეროვნულ და ერთგულ მიმდევარებს. 

ფილმი ნამდვილ ისტორიაზე დაფუძნებული. 

 

Bennedetta – ბენედეტა

პოლ ვერჰოვენის კინოსურათის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა. 

მე-17 საუკუნის მონაზონი ერევა აკრძალულ ლესბოსურ საქმეში, მაგრამ სწორედ მისი შოკისმომგვრელი რელიგიური ხედვები  არის ის, რაც ეკლესიის ძირამდე შერყევას ემუქრება. მთავარ როლს ვირჟინი ეფირა თამაშობს და მიუხედავად საკმაოდ დაძაბული ამბისა, რეჟისორის იუმორი ყოველთვის გაძლევს საშუალებას, რომ გაიცინო.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.